ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარეველას წინააღმდეგ ბრძოლის სეზონი დაიწყო. თუმცა, ყველამ არ იცის პესტიციდებისა და ჰერბიციდების სწორი გამოყენება ისე, რომ ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე არ იქონიოს გავლენა.
ჩვენს სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მნიშვნელოვანია პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების ცოდნა. თუმცა, მათი სწორი გამოყენება ყველა მიწათმოქმედმა არ იცის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად პესტიციდებით მოწამლვის დაახლოებით 25 მლნ შემთხვევა რეგისტრირდება, რაც მათთან მუშაობის წესების დარღვევით, შეუსაბამო ტრანსპორტირებითა და გამოყენებით არის გამოწვეული.
არსებულ მიწადმოქმედების პირობებში მცენარეების დაცვის ქიმიური ხსნარების დიდი მოთხოვნილებაა.
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი სარეველას წინააღმდეგ ხსნარების ყიდვის დროს ექსპერტთან ან სერტიფიცირებულ გამყიდველთან კონსულტაციის გავლას გვირჩევს.
ბუნებისდაცვითი და სანიტარიული ნორმების დარღვევით პესტიციდების გამოყენების შედეგად მასიურად იხოცება ფუტკრი, კურდღლი, შინაური ფრინველი, გარეული ცხოველი, ნადგურდება ნათესები, ბუჩქები და ხეები.
მახარე მაცუკატოვის მტკიცებით, პრეპარატების გამოყენება წესების დაცვით, ამინდის პირობებისა და დოზირების გათვალისწინებით არის აუცილებელი.
მისი თქმით, მიწის ზედაპირზე ან მცენარეზე პრეპარატის მოხვედრის შემდეგ, ის 45 დღის განმავლობაში, ერთ თვეზე მეტხანს მოქმედებს. მომწამლავი ქიმიკატი ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ცხოველის ან ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს, თუ ცხოველი დაწამლვის ადგილად ძოვს ან თუ ადამიანი საკვებში იმ მიწიდან რაიმე მცენარეს გამოიყენებს.
«მაგალითად, თუ ძროხა ძოვს იქ, სადაც ზედაპირზე პრეპარატი მოხვდა, ის შეიძლება მოიწამლოს ან არც მოიწამლოს, ეს რძე ადამიანისათვის თითქოს და მავნე არც არის, მაგრამ ხორცი და რძის პროდუქტები აღარ იქნება ორგანული»,- ამბობს მახარე მაცუკატოვი.
სარეველასგან ნათესების ეფექტურ დასუფთავებას დაეხმარება შემოწმებული პრეპარატები-ჰერბიციდები, რომლებსაც მავნე მცენარეების განადგურება შეუძლიათ, ამასთანავე არ აყენებენ ზიანს კულტურას.
პესტიციდის შემადგენლობაში შედის წებოვანა, რომელსაც მიწა იწოვს და ფესვებისკენ მიემართება. ჰერბიციდის მოქმედების სისწრაფე დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, მდგომარეობასა და მცენარე-მავნებელას სახეობაზე, ისევე როგორც სამუშაო ხსნარის გამოყენებულ რაოდენობაზე. პრეპარატის გამოყენების შედეგად სარეველა ყვითლდება, ფოთლები ჭკნება და 10-20 დღის განმავლობაში კვდება.
საუკეთესო შედეგის მისაღებად, სპეციალისტები გვირჩევენ, ჰერბიციდები მცენარე-მავნებელას გამრავლების ინტენსიურ ფაზაში, კლიმატური პირობების შესაბამისად გამოვიყენოთ.
მომწამლავი ქიმიკატების გამოყენება მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქარი არ არის, რათა მეზობლადაც არ გავრცელდეს.