2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება.
2028 წელს მივაღწევთ:
აგრობიზნესის გამოშვებას – 24 000 000 000 ლარი;
სოფლის მეურნეობის ექსპორტს – 2 300 000 000 ლარი;
ბოლო 12 წლის განმავლობაში კი აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა – 7,6 მლრდ ლარიდან 16,6 მლრდ ლარამდე, სოფლის მეურნეობის ექსპორტი გაიზარდა – 511 მლნ ლარიდან 1,44 მლრდ ლარამდე“,- წერს პაპუაშვილი.