15 ოქტომბრიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღმა, რომლებიც 30 სექტემბრიდან და 7 ოქტომბრიდან კარანტინისთვის დაიკეტა, განაახლა მუშაობა. სკოლამდელ დაწესებულებებში, მუშაობის განახლებიდან პირველივე დღეს, დასწრების მაჩვენებელი დაბალი იყო, თუმცა სამუშაოს გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველა საბავშვო ბაღი გაიხსნა, როგორც დაგვპირდით, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია ავადმყოფი მოსწავლეების რაოდენობაზე, მართალია დღეს დასწრების მაჩვენებელი დაბალი იყო, მაგრამ გაიხსნა, მერე ვნახოთ“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი.

სეზონური ვირუსული დაავადებებისა და დაბალი დასწრების გამო, ხალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი 7 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით დაიხურა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ვირუსული სეზონური დაავადებები იყო გავრცელებული.