საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენას პროფესიული კოლეჯებიდან იწყებს.
ამ დროისთვის, 70-მა სახელმწიფო თუ კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უკვე გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა, რაც გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროფესიული კოლეჯები სრულ მზადყოფნაშია, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო პროცესი და სტუდენტებს შეუქმნას უსაფრთხო სასწავლო გარემო.