ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფის მცხოვრებმა მნაცაკან მარგარიანმა, რომელიც არის ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი- როგორც დიასპორის საუკეთესო სტუდენტმა სტიპენდია მიიღო.
სტიპენდიას ღებულობენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, კანდიდატებს ფაკულტეტი არჩევს. სტიპენდიის გაცემის საზეიმო ცერემონიაზე საპატიო სტუმრებს შორის იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც პირადად გადასცა მნაცაკანს სტიპენდია.
როგორც მნაცაკანმა მოგვიყვა, ამ სტიპენდიის მიღება ძალიან რთული იყო. სკოლის დროიდან მოყოლებული ის გულმოდგინედ მეცადინეობდა და იგივე ტემპით აგრძელებდა სწავლას ინსტიტუტში. სწავლასთან ერთად უკვე 8 თვეა SoftConstruct Development Office კომპანიაში ინჟინერი პროგრამისტისტად მუშაობს.
მნაცაკანი სომხეთში დარჩენას და კარიერის გაგრძელებას ერევანში სურს, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმშენებლობის სფეროში ცოდნის გაუმჯობესებას გეგმავს.
მნაცაკან მარგარიანი დაიბადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში, სოფელ დილიფის საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლის წლებში დამატებით რეპეტიტორებთან მეცადინეობდა მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. 2017 წელს ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე (გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი) ჩააბარა.
აღსანიშნავია, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის წამყვანი სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი სომხეთში, როგორც ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფუნდამენტური გამოკვლევის სფეროში კადრების მომზადებით, ასევე მაღალკვალიფიციური პროგრამისტების მომზადების სფეროში.
მასალა რაიო ნორიდან