ათწლეულების წინ დახურული სოფლის ბიბლიოთეკებიდან წიგნები ახალქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში გადააქვთ, თუმცა იქ წიგნებისთვის არც საკმარისი ადგილია და არც შენახვის საჭირო პირობები.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის მოხალისეებმა ახალქალაქის ბიბლიოთეკაში წიგნების შეკვრა მიიტანეს. ბუზავეთის ყოფილი ბიბლიოთეკის წიგნები კულტურის სახლში გადაიტანეს, სადაც ახალქალაქის მთავარი ბიბლიოთეკაა განთავსებული. ბუზავეთის ბიბლიოთეკა, სხვების მსგავსად, 2005 წელს დაიხურა. სოფლის წარმომადგენლების თქმით, ერთ-ერთი თანასოფლელი წიგნებს სახლში ინახავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ზრუნავდა მათზე, მღრღნელებს ხაფანგებსაც კი უგებდა. ბიბლიოთეკის წიგნების სახლებში გადატანა ნებადართული არ არის, რადგან იქ შესაფერისი ფართი არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 89 ბიბლიოთეკა იყო – თითოეულ სოფელს საკუთარი გააჩნდა. ზოგიერთ სოფელშ ორი-სამი ბიბლიოთეკაც იყო. მათი დახურვის შემდეგ წიგნების ფონდი სოფლებში დარჩა. სოფლის ბიბლიოთეკების წიგნები, გარდა 16 მოქმედი ბიბლიოთეკისა, ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცემა, სადაც წიგნების რაოდენობა უკვე 500 000-მდეა. მთავარი ბიბლიოთეკა 2006 წელს გაიხსნა. დაწესებულებები 4 სოფელში გახსნეს, დროთა განმავლობაში მუშაობა კიდევ 12 სოფელში განახლდა. დღეს მუნიციპალიტეტში 17 აქტიური ბიბლიოთეკაა.
დახურული ბიბლიოთეკის ყველა წიგნის ცენტრალურში განთავსებაც შეუძლებელია, რადგან თავად ბიბლიოთეკა კულტურის სახლშია განთავსებული, სადაც წიგნების შესანახად აუცილებელი პირობები არ არის.
„ცენტრალური ბიბლიოთეკა 2006 წელს გაიხსნა. შემდეგ შენობა იურიდულ პირს გადაეცა, მანამდე კი ბიბლიოთეკის ოთახშ არ იყო ფანჯრები. სახურავებიდან წყალი წვეტავდა, ჭერი ინგრეოდა”,- ჰყვება მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი თეკლა ვახტანგიშვილი.
რამდენიმე ოთახის მცირე შეკეთების შემდეგ, ბიბლიოთეკაც გაიხსნა, თუმცა კულტურის სახლის შენობაში არსებული გათბობის სისტემის მიუხედავად, ბიბლიოთეკის შენობას შეშის ღუმელებით ათბობენ, როგორც 90-იან წლებში, სსრკ-ს დაშლის შემდეგ. გასულ წელს (2021) ბიბლიოთეკის 3 ოთახი დაახლოებით 17 000 ლარით გარემონტდა, თუმცა, ბიბლიოთეკის ფონდიდან ასობით და ათასობით წიგნი, რომელიც თაროებზე უნდა დალაგებულიყო, ახლა ერთ გროვად დევს, რადგან თაროებისთვის ადგილი არ არის და გათბობა კვლავ არ აქვთ.
ზოგიერთ სოფელში დახურული ბიბლიოთეკების წიგნები კვლავ კერძო სახლებში რჩება, მაგრამ გეგმავენ ისინიც ახალქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში გადაიტანონ. წიგნები გადმოტანილია სოფელ ტურცხიდან, ბუზავეთიდან. შემდეგია სოფელი ხოსპიო და სხვები.
მაგრამ მთავარ ბიბლიოთეკაში არც სივრცე და არც შესაბამისი პირობებია – არ არის სტაბილური ტემპერატურა, თაროები, ოთახები, ფანჯრების უქონლობისა და მტვრის გამო წიგნებს მღრღნელები აზიანებენ.
ბიბლიოთეკა რემონტდება, მაგრამ ყველა პრობლემა არ მოგვარებულა