სკოლამდელი და სასკოლო ასაკის 335 ბავშვის გადასაყვანად ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 152 552 ლარი გამოყო. ტრანსპორტირებაზე ტენდერი 6 ივლისს გამოცხადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების გადასაყვანად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ, იანვარში, აცხადებს, თუმცა წლეულს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, ვალერი სტელმაშოვის თქმით, წლის დასაწყისში მხოლოდ 6-7 თვის განმავლობაში შეძლეს ტრანსპორტირების ხარჯის გადახდა. ამიტომ, ტენდერი ახლა უკვე მეორედ ცხადდება.
საბავშვო ბაღში ან სკოლაში გადაყვანილი ბავშვების საერთო რაოდენობა 335 ადამიანს შეადგენს, მათგან 8 სკოლის მოსწავლეა. სოფელ ბალხოს სკოლის მოსწავლეები სოფელ ბუღაშენის სკოლაში გადაჰყავთ.
ქვემოთ იხილეთ ჩამონათვალი, თუ რომელი სოფლიდან, რომელ ბაღში უნდა გადაიყვანონ ბავშვები:
სოფელი იხტილადან ბარალეთამდე – 20 ბავშვი
მერენიიდან ბარალეთამდე – 18
ბოზალიდან სულდამდე – 12
კორხიდან ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღამდე – 10
მაჯადიიდან მე-3 საბავშვო ბაღში- 17
ბავრიდან ახალქალაქის N3 საბავშვო ბაღამდე – 19
ხოსპიოდან ახალქალაქის N1 და N2 საბავშვო ბაღებამდე – 14
მურჯახეთიდან, ჩამდურადან სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღამდე – 11
სოფელ ზაკიდან სოფელ ბარალეთამდე – 6
ბუგაშენიდან და თირკნადან სოფელ ბარალეთამდე – 15
ბეჟანოდან და ალათუმანიდან კოჩიომდე – 18
აგანადან და სირქვადან კოჩიომდე – 15
დადეშიდან სულდამდე – 15
ბუზავეთიდან კულიკამამდე – 7
ორჯიდან მე-3 საბავშვო ბაღამდე- 15
კარტიკამიდან ახალქალაქის მე-2 საბავშვო ბაღამდე – 30
ოკამიდან ვაჩიანამდე – 12
სოფელ აბულიდან ახალქალაქის მე-3 საბავშვო ბაღამდე – 15
არაგვიდან ახალქალაქის N3 საბავშვო ბაღამდე – 15
აზმანადან, კარწახიდან, აფნიადან სოფელ გოგაშენამდე – 10
გოდოლარიდან სოფელ აზავრეთამდე – 18
ბურნაშეთიდან, ლომატურცხიდან სოფელ აზავრეთამდე – 15
ხოლო სკოლის მოსწავლეები ბალხოდან ბუღაშენამდე – 8.
ტენდერი უკვე გამოცხადებულია, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 ივლისი.