უკვე თითქმის 2 თვეა, რაც 19 აგვისტოდან სომხეთში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, საქონლის სახმელეთო ტრანსპორტით იმპორტის შესახებ ახალი წესები ამოქმედდა. ამ წესების მიხედვით, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ სომხეთში პირადი სარგებლობისთვის 200 ევროს ექვივალენტური და არაუმეტეს 10 კილოგრამის ღირებულების პროდუქტის შემოტანა საბაჟო გადასახადის გარეშე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, ეს წესები არ ვრცელდება პირადი სარგებლობისთვის იმპორტირებული გამოყენებული პროდუქტის რაოდენობაზე. Jnews-მა გადაწყვიტა დაინტერესებულიყო, როგორ გაიარეს სტუდენტებმა საბაჟოზე ახალი წესების შემოღების შემდეგ, რადგან ამ ცვლილებებმა ადგილობრივ მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია.

ახალქალაქის მოსახლეობა ხშირად სტუმრობს სომხეთს, მათ ახლობლებს და თან ატარებს სხვადასხვა პროდუქტს. სტუდენტები, რომლებიც იქ სწავლობენ, ახალქალაქიდან ერევანში დროებით საცხოვრებლად დიდი რაოდენობით ნივთებს ატარებენ. აგვისტოს ბოლოს, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, სტუდენტებს ნივთების ტრანსპორტირების პრობლემა არ შექმნიათ.

აგვისტოს ბოლოს ერევანში წასული ახალქალაქიდან პირველი კურსის სტუდენტი ამბობს, რომ სომხური საბაჟოზე თეთრეულის, საკვებისა და ფეხსაცმლის ყუთებს არ აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ ტანსაცმლის ჩემოდნები შეამოწმეს.

„ჩვენ 30 აგვისტოს გადავკვეთეთ საზღვარი. ერთი ყუთი საჭმელი, ფეხსაცმელი, ბალიშები, მატრასები, ტანსაცმლის ჩემოდნები გვქონდა. სკანერით გავატარეთ და მორჩა. თუკი რაიმე საეჭვოს შეამჩნიეს, გახსნას გთხოვენ. კითხულობენ, მაგალითად, სამკაულების შესახებ, გაქვს თუ არა ოქრო”, – ყვება ის.

კიდევ ერთმა ახალქალაქელმა სტუდენტმა, რომელიც ერევანში სწავლობს, ასევე აღნიშნა, რომ საბაჟოზე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ 3 დიდი ჩანთა ჰქონდა. მან საბაჟო 20 აგვისტოს გადაკვეთა.

„კილოგრამებს არ ამოწმებდნენ, შეზღუდვები არ იყო. 3 დიდი ჩანთა მქონდა ტანსაცმლით და საკვებით. სკანერში გავატარეთ“, – კომენტარი გააკეთა მან.

კიდევ 3 სტუდენტმა დაადასტურა, რომ საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა.

მაგრამ უკვე ოქტომბერში, მძღოლების თქმით, რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ სამგზავრო გადაზიდვებს, დაიწყო ხალხის გაფრთხილება შეზღუდვების შესახებ, იყო შემთხვევებიც, როდესაც საზღვრზე საქონელი არ გაუშვეს.

„იყო შემთხვევა, როცა ერთი ტომარა კარტოფილის გადაგდება მაიძულეს. ეს მორიგეობაზეა დამოლიდებული. ამბობენ, რომ ერთ ადამიანზე 10 კგ-ზე მეტი ნივთი არ უნდა იყოს”,- თქვა ერთ-ერთმა მძღოლმა.

ახალქალაქის მოსახლეობას შორის, არა სტუდენტებს შორის, რომლებმაც ბოლო დროს გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი, იყო ერთი ოჯახი, რომელსაც საბაჟოზე უთხრეს, რომ ნივთები 10 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

„ქილები გვქონდა, ორნი ვიყავით, რაოდენობა არავითარ შემთხვევაში არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვაცნობეს, რომ თითო ადამიანზე 10 კგ გათვალისწინებული. ეს ეხება კონკრეტულად პროდუქტებს”,- აღნიშნავს ის.