საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობენ მოქალაქეებს შორის, ძირითადად არ უზრუნველყოფენ ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ენებზე მომსახურებას და ამიტომ JNEWS-მა გადაწყვიტა გაერკვია, საქართველოში, რომელი დაწესებულებები ავრცელებენ ინფორმაციისა და კომუნიკაციის მომსახურებას სომხურ ენაზე.
ჯავახეთის მოსახლეობის ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ “112” -ის სერვისისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოსაძახებლად, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ქართული ენის მცოდნეს ადამიანებმა სთოხვენ, მან დარეკოს “112” -ზე. როდესაც გადაუდებელი საჭიროებაა, ყოველი წუთი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ამიერიდან შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების სამსახურთან სომხურ ენაზე დაკავშირება. როდესაც დარეკავთ “112” -ზე, უნდა თქვათ, რომ გსურთ სომხურენოვან ოპერატორთან საუბარი.
ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული საინფორმაციო საიტი stopcov.ge , სადაც კორონავირუსის და სხვა ინფორმაციის სტატისტიკა ყოველდღიურად ახლდება, წარმოდგენილია 6 ენაზე, მათ შორის სომხურზე.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თანახმად, სამთავრობო ცხელი ხაზი 144, ასევე, ხელმისაწვდომია სომხურ ენაზე.
სომხურენოვანი ოპერატორები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც მუშაობენ.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის აპარატის ვებგვერდზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, არსებობს რუსულენოვანი ვარიანტიც, ხოლო ინტეგრაციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშები სომხურ ენაზეც ქვეყნდება.
საქართველოს იუსტიციის სახლის ვებგვერდი ასევე ხელმისაწვდომია სომხურ ენაზე და ოპერატორებს შეუძლიათ ემსახურონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
როგორ მიმდინარეობს მომსახურება სომხურად, რა ხარისხით და ნამდვილად არის, თუ არა ეს მომსახურება სომხურად, JNEWS-ი მომდევნო სტატიებში დააზუსტებს.