13 თებერვალს, დღესასწაულ “ტერნენდარაჩის” დროს, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში 17:30 საათზე, ახალდაქორწინებულების კურთხევის ცერემონია გაიმართება.
14 თებერვალს კი, 10:00 საათზე, მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიას ჩაატარებს.
14 თებერვლას ბუნ ბარეკენდან დღესასწაული შედგება, რომელიც დღესასწაულ “ტერნენდარაჩს” ემთხვევა.
ახალდაქორწინებულებს ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში მისვლა შეუძლიათ ღვთის კურთხევის მისაღებად და დიდი მარხვის წინა ბოლო ღია ლიტურგიაში მიიღებენ მონაწილეობას.
სომხური სამოციქულო ეკლესია ყოველ წელს, 14 თებერვალს, იესო ქრისტეს ტაძარში გადაყვანის 40-ე დღეს აღნიშნავს. ამიტომ დღესასწაულს “ტერნენდარაჩი“, ანუ “ღმერთთან მიდი” ჰქვია.
დღესასწაულის აღნიშვნა 13 თებერვლის საღამოს დაიწყება. სომხური ეკლესიის კანონების თანახმად, საღამოს ლიტურგიის შემდეგ დღესასწაული უქმეებზე აღინიშნება, რაც დღესასწაულ “ტერუნეს” დაწყებას განსაზღვრავს.
ხალხური ტრადიციების შესაბამისად “ტერნენდარაჩის” კოცონი ნაკურთხი სანთლის ცეცხლით ინთება. წმინდა გრიგორ თათეველის თანახმად, კოცონის დანთება ღვთის სიყვარულს გამოხატავს.
ხალხური ტრადიციის თანახმად, “ტერნენდარაჩის” დღეს მოყვრები აუცილებლად ერთმანეთს უნდა ესტუმრონ, ხოლო იმ ოჯახებს, სადაც რძლები ჰყავთ, რძლის ნათესავები უნდა ესტუმრონ აუცილებლად. როგორც წესი, კოცონს უშუალოდ ახალდაქორწინებულები ანთებენ. ზუსტად “ტერნენდარაჩის” დღეს სიძე დაქორწინების შემდეგ პირველად ხვდება სიმამრს. ამ მიზეზით ხალხურ ჩვეულებაში “ტერნენდარაჩი” აღიქმებოდა, როგორც სიძის მიერ სიმამრის ოჯახში მისვლის ტაბუს დარღვევის მთავარი მიზეზი. ძველი ტრადიციის შესაბამისად, სიძეებს რძლის მშობლებთან შეხვედრა არ შეეძლოთ, განსაკუთრებით სიმამრთან. ხოლო «ტერნენდეზში» კოცონზე ხტომამ ეს აკრძალვა მოხსნა, რის შემდეგაც ახალგაზრდა ადამიანებმა მშობლების სახლში მისვლის უფლება მიიღეს. ხალხური ტრადიციის თანახმად, ამიტომ არის “ტერნენდარაჩი” ახალდაქორწინებულების დღესასწაული და არა უკვე ჯვარდაწერილების.