ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მწვავე ვირუსული, მაღალკონტაგიოზური დაავადებები ვრცელდება. პირველი შემთხვევები 2024 წლის გაზაფხულზე დაფიქსირდა, ზაფხულში გავრცელება არ იყო შესამჩნევი, მაგრამ სკოლების გახსნასთან ერთად ვირუსული და ინფექციური დაავადებები ძლიერ გავრცელდა. გასული 2 კვირა სხვადასხვა ვირუსების გავრცელების კუთხით მრიტიკული იყო. Jnews-მა დააზუსტა, რა სიტუაციაა დღეს.

ახალქალაქის ყველა სკოლაში, დირექტორების თქმით, მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება, თუმცა ზოგიერთ სკოლაში ჯერ კიდევ ბევრი გაცდენაა.

№1 სკოლა

„გაცდენები არის, მე თავად ვარ ავად და დღეს სამსახურში ვერ წავედი. მაგრამ წითელათი დაავადებულთა რაოდენობა იგივეა. არის წითელათი დაავადებული მასწავლებელი. უფრო მეტად სეზონური გრიპია გავრცელებული”, – ამბობს დირექტორი რუზანა ტეპოიანი.

№2 სკოლა

„დღეს სათითაოდ შევამოწმე. იმ კლასებში, სადაც ყველა აცდენდა, 10-12 ადამიანი მოვიდა. დანარჩენს წითელა აქვს. თანდათან, ვინ გამოჯანმრთელდა სკოლაში დადის. ერთ კლასშია ძალიან ბევრი წითელათი დაავადებული, ეს კლასი ერთი კვირით კარანტინისთვის დაიკეტა, არავინ დადიოდა. გავრცელება აქედან დაიწყო. დანარჩენ კლასებში სიტუაცია ნელნელა გაუმჯობესდა. საშუალოდ 7-8 ადამიანი ჯერ კიდევ აცდენს. მაგრამ არის კლასები, სადაც ყველა მოსწავლე დადის. არის კლასები, სადაც 2-3 მოსწავლე აცდენს”,- ამბობს სკოლის დირექტორი ანაიდა აბგარიანი.

№3 სკოლა

„წითელას ძალიან ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალურად არ უნდა გაწოდებდეთ ინფორმაციას“, – ამბობს დირექტორი ნინო სუდაძე.

№4 სკოლა

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კლასებში გაცდენა ცოტაა, თუკი ადრე 10-12 აცდენდა, დღეს უკვე 5 გაცდენა იყო. ყველა სკოლაში ცნობით დაბრუნდა. რა თქმა უნდა, არის წითელას შემთხვევები, ეს მოსწავლეები სახლში კარანტინში არიან. ერთი გამოჯანმრთელდა, მეორე სახლშია. ზოგადად სიტუაცია გაუმჯობესდა. ხოლო სეზონური გრიპი და ყელის ტკივილი მუდამ იყო”,- ამბობს სკოლის დირექტორი გაიანე კარახანიანი.

№5 სკოლა

„ჩვენი სიტუაცია არ შეცვლილა. წითელასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება სეზონურ გრიპს, ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული“, – ამბობს სკოლის დირექტორი ნაზენი მოსოიანი.