„უცხოური აგენტების“ კანონის მიღება იმ შეხედულების გაჩენის მიზეზი გახდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსი შეცვალოს. თუმცა საქართველოში მომხდარი რა გლობალურ პროცესებთან არის დაკავშირებული და რას უნდა გავექცეთ, ამ და სხვა საკითხებზე პროფესორი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, „რონდელის“ ფონდის ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ვლადიმერ პაპავა გვიპასუხებს.
მსოფლიოსა და საქართველოში მომხდარ პროცესებს ვლადიმერ პაპავა „უცხოური აგენტების“ კანონის (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) მიღების სიტუაციასთანაც აკავშირებს.
„ამჟამად, როცა მსოფლიოში კონფრონტაციული გლობალიზაცია მიმდინარეობს, როცა არის მოწინააღმდეგე ქვეყნები, როცა აშკარაა რეალური სამხედრო ქმედებები – ნებისმიერი ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს, რაც თანამედროვეობის, ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი დამახასიათებელია. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღებას ტრენდულად ვთვლი, რაც საქართველოში იქნა მიღებული. ამჟამად მსგავსი კანონი მიღებულია აშშ-ში, რუსეთში, კანადაში, ავსტრალიაში. ჩემი გათვლებით, მსგავს კანონს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიიღებს. საქართველომ ეს ნაბიჯი ადრე გადადგა, ვიდრე ეს კანონი გლობალურ მსოფლიო მასშტაბშია დამწიფებული. ამიტომ, სანამ რაღაც ახალი გაკეთდება, რაღაც დარღვევები, ხარვეზები გამორიცხული არ არის“,- ამბობს ის.
არსებობს მოსაზრება, რომ სომხეთსა და საქართველოში მომხდარი პროცესები საწინააღმდეგოდ სიმეტრიულია და ერთი ფესვი აქვს.
„არ მინდა რაიმე კონსპირაციული თეორია გამოვიყენო, მაგრამ ვინც ყველაზე მეტად არის კავკასიის არასტაბილურობით დაინტერესებული, ეს ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელია. გლობალური პროცესები მიმდინარეობს, ვიმეორებ, კონფრონტაციული გლობალიზაცია მიმდინარეობს, როცა ქვეყნები სხვადასხვა ბლოკებად გაიყო, ვინც დასავლეთ ქვეყნებს უჭერს მხარს, ვინც რუსეთს უჭერს მხარს, ვინც ნეიტრალური ქვეყანაა და ამ კონფრონტაციულ მსოფლიოში რა თქმა უნდა არასტაბილურობაა, მთავარია, ომი არ იყოს. არასტაბილურობა დღევანდელი სიტუაციის გვერდითი ეფექტია. მითუმეტეს, რომ გასათვალისწინებელია, რომ წელს ზაფხულში ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. შემდეგ აშშ-ში შემოდგომით იქნება მნიშვნელოვანი არჩევნები, საქართველოშიც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ყველა ქვეყანაშია არჩევნები, ამიტომ ეს არჩევნები გადაწყვეტს როგორ შეიცვლება გლობალური მსოფლიო 2025 წლის დასაწყვისიდან“,- განმარტავს ვლადიმერ პაპავა.
„უცხოური აგენტების შესახებ“ საკამათო კანონის ინიცირებამდე მართველ პარტიას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მხარდაჭერა გააჩნდა. კანონის მიღებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი შეამცირა, ვლადიმერ პაპავა ხსნის იმით, რომ ხელისუფლებას მუდამ არ შეუძლია რეალურ მიზეზებზე ხმამაღლა საუბარი.
„მთავრობამ 3 ძირითადი დადებითი ეფექტი მისცა, პირველ რიგში, საქართველო არ იყო ჩართული სამხედრო ქმედებებში, მეორე რიგში, საქართველოში მეტნაკლები ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია აღინიშნება, და, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამ ფონზე ქართულ ოცნებას ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებაში აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა, ამიტომ ყველაზე ნაკლებად ეს პროცესები და ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. ხოლო რეალურად რა ხდება. როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელიც 6 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მუშაობდა, მე მახსოვს, რომ იყო გარკვეული ინფორმაცია, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ვერ მოახერხა და ირიბად საუბრობდა. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახლანდელ ხელისუფლებასაც აქვს ეს ინფორმაცია, რომლის შესახებაც ხმამაღლა საუბარი არ შეუძლიათ, ყოველი შემთხვევისთვის რამდენჯერმე იყო ნათქვამი. საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა პრინციპულად შეუძლებელია. რადგან ეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია, ეს კონსტიტუაციაში ცვლილებას მოითხოვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში მუდამ არის პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ამიტომ ვთვლი, რომ მთავარია, რომ ძალადობა არ იყოს, როგორც პროტესტის მონაწილეების, ისე ხელისუფლების მხრიდან. ხოლო პროტესტი დემოკრატიულ საზოგადოებაში ნორმალური პროცესი“,- ამბობს ის.