დღეს, 11 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან მე-11 დღეს, ახალქალაქის სერვის-ცენტრი წინასაარჩევნო პლაკატებს ხსნის.

ახალქალაქში შენობების კედლებსა და ბილბორდებზე კანდიდატების პლაკატები აგვისტოს მეორე ნახევარში გამოჩნდა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. რაც ყველაზე მეტად შესამჩნევია, ეს არის ქალაქის ქუჩებში, სახლების კედლებზე და ყველგან დაწებებული  პლაკატები და მრავალფეროვანი ბანერები. მათ ნახავთ ყველგან, სადაც მათი გაკვრა ნებადართულია. ძალიან ხშირად ნახავთ ყველა კანდიდატის პლაკატს ერთ კედელზე.

არჩევნები დამთავრდა და ახლა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა, პარტიებმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, უნდა იზრუნონ კელდებიდან პლაკატების მოიხსნაზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსი (46-ე მუხლი) განსაზღვრავს დროის იმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც საარჩევნო პლაკატები უნდა მოხსნან.

“არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ 15 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სააგიტაციო მასალების მოხსნა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება”.

1

ახალქალაქში პლაკატების მოხსნა სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს. სერვის-ცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, სანამ კარგი ამინდებია, გადაწყვიტეს მალევე დაამთავრონ აღნიშნული სამუშაოები, რათა სიცივეების დადგომამდე მოასწრონ.

მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც ქალაქი წინასაარჩევნო პლაკატებისგან მათ გაასუფთავეს.