ახალქალაქის საჯარო სკოლაში ბევრი აცდენს, ბევრი მშობელი წითელათი დაავადების შიშით ბავშვებს სკოლაში არ უშვებს. ზოგიერთ მშობელს უნდა, რომ სკოლები კარანტინისთვის დაიკეტოს, თუმცა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ სიტუაციაში სკოლების დაკეტვა — გამოსავალი არ არის.

სასწავლო წლის დაწყებიდან ახალქალაქის სკოლებში სხვადასხვა ინფექციური, სეზონური ვირუსილი დაავადებების გამო, მათ შორის გავრცელებულია წითელაც, დასწრების დაბალი მაჩვენებელი იყო. აცდენენ არა მხოლოდ ავადმყოფი მოსწავლეები, არამედ ჯანმრთელებიც, იმის შიშით, რომ ინფექციური დაავადებებით დაავადდებიან.

ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი მიიჩნევს, რომ წითელას გავრცელების მიზეზი, რომლისაც მშობლებს ეშინიათ, — ეს იმის გამო, რომ ბავშვებს საჭირო დროს არ უკეთებენ ვაქცინაციას.

„სკოლების დაკეტვას აზრი არ აქვს. ონლაინ-სწავლაზე გადასვლა მაინც რომ შეგვეძლოს, თორემ დაკეტვა გამოსავალი არ არის, სიტუაციიდან გამოსავალი — ვაქცინაცია. ქალაქში ბავშვებს ვაქცინაციას არ უკეთებენ, ამიტომ არის ასეთი სიტუაცია. ყოველ დღე წითელათი დაავადებულების რაოდენობა იზრდება, ანალიზების ახალციხეში გაგზავნას ვერ ვასწრებთ. ყოველ დღე 4-5 შემთხვევა ვლინდება, ეს მხოლოდ ისინი, რომლებიც ჩვენ მოგვმართავენ, მაგრამ ბევრი არ მოგვმართავს“,- ამბობს სირანუშ ტონაკანიანი.

ტონაკანიანის თქმით, სოფლებშიც არის წითელას შემთხვევები, მაგრამ ცოტა, რადგან სოფლებში 95% აცრილია, ხოლო ქალაქში არ იცრებიან.

20 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წითელას დაავადების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა, ამის შემდეგ დაავადებულების რაოდენობა იზრდება