არასამთავრობო ორგანიზაცია GIP-ის (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი) პროექტის „თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართვის მექანიზმები და მომსახურების შეფასების“ მიხედვით, უკვე მეორე დღეა, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ახალქალაქში ტრენინგს ესწრებიან.
პირველ დღეს ტრენინგის თემა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ცვლილებების მართვაში ჩართულობა იყო, ამის შესახებ პროგრამის მონაწილეებს ადგილობრივი განვითარებისა და უნარების განვითარების კონსულტანტმა ლიზა სოფრომაძემ აცნობა. მეორე დღეს მონაწილეებმა მუნიციპალური სერვისების პრაქტიკაში ტესტირება და შეფასება შეიწავლეს. ამას თბილისელი ტრენერი დავით ძიძიშვილი ასწავლიდა, რომელიც სამართლისა და პოლიტიკის მკვლევარია. პროექტი სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში და აჭარაში ხორციელდება.
პროგრამის მენეჯერის სალომე კანდელაკის თქმით, მონაწილეები გადაწყვეტილების მიღების პროცესით დაინტერესდნენ, ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ღია მმართველობის პროგრამის“ ნაწილი.
„პროექტში ჩართული არიან ადამიანები სხვადასხვა სოფლიდან და ქალაქიდან. მონაწილეები არიან ბორჯომიდან, ახალციხიდან, ახალქალაქიდან. ჩვენ ვცდილობთ როგორმე გავზარდოთ ახალგაზრდების ცოდნა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ, რათა იცოდნენ როგორ იყვნენ ჩართულნი, სადაც ისინი სახელმწიფო სერვისებში უკუკავშირის მექანიზმების გაუმჯობესებას შეძლებენ“, – ამბობს სალომე კანდელაკი, პროექტის მენეჯერი/პოლიტიკური ანალიტიკოსი GIP-ში.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგს ესწრებოდნენ ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც მერიის, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები.
პროგრამის შედეგად შეირჩევა 2 აქტიური მონაწილე, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებად სტაჟირებას ადგილობრივ თვითმმართველობებში და ადგილობრივ მედიაში გაივლიან.