დღეს, 22 იანვარს, ახალქალაქის საბავშვო ბაღებმა არდადეგების შემდეგ მუშაობა განაახლეს. დღეს მხოლოდ ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღმა არ განაახლა მუშაობა, რადგან ცენტრალური გათბობის სისტემა არ მუშაობდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღი 2023 წლის 29 დეკემბრიდან შვებულებაშია, მუშაობა 15 იანვარს უნდა განეახლებინათ, მაგრამ ბაღის ბავშვებისთვის საკვების შესყიდვის ტენდერის გაჭიანურების გამო, სამუშაოების დაწყება ერთი კვირით გადაიდო.
„ახლა უკვე მოვაგვარეთ კვების საკითხი, უკვე ვაფორმებთ პირდაპირ შეთანხმებას, რომ არაფერმა შეუშალოს ხელი საბავშვო ბაღების ნორმალურ მუშაობას. უბრალოდ, №1 საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემა არ მუშაობდა, ახლა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ხვალ ეს საბავშვო ბაღიც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს“, – ამბობს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ანაიდა ასატურიანი.
რაც შეეხება სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირებას, ხელშეკრულება 31 იანვრამდე გაფორმდა, ჩატარდა ახალი ელექტრონული ტენდერი, რომლის მიხედვითაც მუშაობა 1 თებერვლიდან გაგრძელდება.
აღვნიშნოთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 17 საბავშვო ბაღი, საიდანაც 2 ალტერნატიულია.
გთავაზობთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების სიას, რომლის მიხედვითაც ბავშვების შემდეგ ბაღებში ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს: