ახალქლაქის საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ ბევრი მოსწავლე აცდენს, კარტოფილის მოსავლის სეზონზე გახშირდა სხვადასხვა ვირუსები და მშობლებს ეშინიათ, რომ მათ შვილებს წითელა, პნევმონია ან სხვა სერიოზული დაავადებები დაემართებათ.
ახალქალაქში პრაქტიკულად სასწავლო წლის დაწყებიდან ვრცელდება სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, მოსწავლეები კლასებში მასობრივად აცდენენ, თუკი ზოგიერთ შემთხვევაში ეს ინფექციური დაავადებებია, სხვა შემთხვევაში ამ დაავადებებით გადადების საშიშროება. ახალქალაქში ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესაძლო მიზეზი წითელას გართულება შეიძლება იყოს. მშობლებს შორის ამან პანიკა გამოიწვია.
„მე არ მინდა, რომ ჩემს შვილებს გადაედოს წითელა, მიუხედავად იმისა, რომ აცრილები არიან, მეშინია, რომ წითელა გადაედებათ. გასული სასწავლო წლის ბოლოს ჩემმა შვილმა პნევმონია გადაიტანა. სკოლებში ახლა საშინელი მდგომარეობაა. მშობლები არ ამბობენ, რომ მათი შვილები წითელათი ან სხვა ინფექციური დაავადებებით არიან ავად, ან სხვა შემთხვევაში ბავშვმა არ იცოდა, რომ საინკუბაციო პერიოდი არ გასულა, სკოლაში დადიოდა და ამგვარად გადასდო სხვებს. ჩემი ბავშვების სკოლაში ძალიან ბევრია დაავადებული. ჩემი უფროსი ბავშვის კლასიდან სულ 8 ბავშვი დადის სკოლაში. არ მესმის, რატომ არ შეუძლიათ სკოლის ონლაინს რეჟიმში გადატანა, მითუმეტეს, რომ კორონავირუსის დროს მსგავსი გამოცდილება უკვე გვქონდა“,- ამბობს მშობელი, რომელმაც სახელის დასახელება არ ისურვა.
ქალაქის სკოლებში დასწრების სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი აცდენს, თუმცა სკოლების დაკეტვის საკითხი არ წამოწეულა.
წარმოგიდგენთ ქალაქის სკოლების სიტუაციას:
№2 საჯარო სკოლა
„თანდათან სკოლაში ბავშვების დასწრების მაჩვენებლი მატულობს. არის კლასები, სადაც ყველა მოსწავლე ესწრება, არის კლასები, სადაც მეტია დაავადებული. არის თუ არა სკოლების დაკეტვის აუცილებლობა? ავად არიან არა მხოლოდ წითელათი, არიან ტემპერატურის მქონე ბავშვები, გულის რევით. მაგალითად, დღეს ის მოსწავლეები იყვნენ სკოლაში, რომლებიც გუშინ და გუშინწინ აცდენდნენ. კონკრეტულად ვერ ვიტყვი. ტენდენცია იქამდე მიდის, რომ უნდა იარონ. რა მოვუხერხოთ იმ ბავშვებს, რომლებიც დაავადების შიშით არ დადიან, არ ვიცი. მშობლებს ვერ ვაიძულებთ სკოლაში ატარონ, ღმერთმა არ ქნას, თუკი ბავშვი დაინფიცირებუი იქნება, და სირთულეებს გამოიწვევს, პასუხისმგებლები ჩვენ ვიქნებით. ასეთი სიტუაცია გვაქვს“,- ამბობს №2 სკოლის დირექტორი ანაიდა აბგარიანი.
№1 საჯარო სკოლა
„ჩვენთან ბევრი მოსწავლე აცდენს, მაგრამ ეს მხოლოდ დაავადებების გამო არა, არიან ისეთებიც, ვინც კარტოფილის მოსაკრეგად არის. არის შემთხვევები, როცა მშობლებს მომხდარი შემთხვევის გამო ეშინიათ. ჩვენთან წითელას ორი შემთხვევა არის. ერთი თითქმის გამოკეთდა, მეორეს 2-3 დღის წინ გამოაყარა. არა მგონია, რომ წითელას ორი შემთხვევის გამო ღირს სკოლის კარანტინისთვის დაკეტვა. ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ჩვეულებრივი სეზონური გრიპია. არის კლასები, სადაც საერთოდ არ აცდენენ, დაწყებით კლასებში გაცდენები არ არის. გაცდენები არის საშუალო კლასებში, მაგალითად, კლასში შეიძლება 5-6 მოსწავლე აცდენდეს“,- ამბობს №1 სკოლის დირექტორი რუზან ტეფოიანი.
№ 5 საჯარო სკოლა
„ჩვენ წითელას გამო გაცდენები არ გვაქვს, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ არის სეზონური გრიპის მიზეზით გაცდენები. დაბალ კლასებში არც ისე ბევრი, მაგრამ უფროს კლასებში არის, სადაც მოსწავლეების 30-40% აცდენს. ხან ბევრია, ხან ნაკლები, სტაბილური ციფრები არ არის. რაც შეეხება სკოლის კარანტინისთვის დაკეტვას, სეზონური გრიპისთვის, ვფიქრობ, არ არის საჭირო, მაგრამ წითელას ეპიდემიის გამო, კი. რათა ჩვენს სკოლაში არ გავრცელდეს“,- ამბობს №5 სკოლის დირექტორი ნაზენი მოსოიანი.
№3 საჯარო სკოლა
„ვერ ვიტყვი, რომ ბევრი აცდენს. 1-3 კლასებში გაცდენები არის. ძირითადად სეზონური გრიპით არიან ავად. არ ვიტყოდი, რომ ბევრი მოსწავლე აცდენს. შეიძლება ითქვას 3-მდე, შეიძლება არც კი იყოს გაცდენები. ჩვენთან გავრცელებულია კუჭის ტკივილი“,- ამბობს №3 სკოლის დირექტორი ნინო სუდაძე.
№ 4 საჯარო სკოლა
„დაბალ კლასებში ძალიან ბევრი გაცდენაა. ყველას ვინც აცდენს, ცნობა ვთხოვეთ, მოტანა დაიწყეს. ბევრი ექიმებსა და ცნობებს გაურბის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეების დაავადებების გამო აცდენენ. 1-3 ადამიანმა გვთხოვა, რომ ბავშვები კარტოფილის საკრეფად წასულიყვნენ. ბევრი გაცდენაა მაღალ კლასებში. ერთ კლასში 5 მოსწავლე აცდენს, მეორეში 8. ერთ კლასში 23 მოსწავლიდან 10 აცდენს. სკოლების დაკეტვის აუცილებლობა თანდათან კლებულობს, მაგრამ სკოლის დაწყების მეორე კვირაში სკოლა უნდა დაეკეტათ“,- ამბობს №4 სკოლის დირექტორი გაიანე კარახანიანი.