ენერგოგამანაწილებელი კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” აცხადებს, რომ დღეს, 6 ნოემბერს, 14:00 საათიდან 18:30 საათამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში (კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, ბუზავეთი, ტახჩა და მიმდებარე სოფლები) ელექტროენერგიის გათიშვა გეგმური სამუშაოების გამო მოხდება.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება განახლდება.