დღეს, 12 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში დადასტურებულია COVID-19 ინფიცირების მხოლოდ 1032 შემთხვევა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსული ინფექციის 95 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 11 შემთხვევა ასპინძაში, 15 ადიგენში, 46 ახალციხეში, 13 ბორჯომში, 2 ახალქალაქში და 8 ნინოწმინდაში.
ამ დროისთვის მთელი რეგიონის მასშტაბით 1,246 ადამიანი იმყოფება იზოლაციაში. აქედან 518 ახალციხეში, 195 ბორჯომში, 187 ადიგენში, 168 ასპინძაში, 113 ახალქალაქში და 65 ნინოწმინდაში.
საკარანტინო ზონებში 291 ადამიანი რჩება, აქედან 60 ახალციხეში, ხოლო 231 ბაკურიანში.
სამცხე-ჯავახეთში, ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე დადასტურებულია კორონავირუსის 1,032 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 97 პაციენტი, გარდაიცვალა 8.