30 სექტემბერს, ახალქალაქში “აბულის” გუნდსა და “ნორჩი დინამოს” შორის ფეხბურთის მატჩი გაიმართა. “აბულმა” 2:0 ანგარიშით მოიგო.

მოწინააღმდეგის კარებში გოლები რ. დარბიჯიანმა და ნ. ხაჩატურიანმა გაიტანეს.

ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის მე-18 ტური. თამაშები რეგიონალური ლიგის ფარგლებში ტარდება. ამჟამად “აბულის” გუნდი ტურნირების ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.