21 სექტემბერს, ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა სომხეთის დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე აღნიშნეს.

dennezavisimosti

1991 წლის 21 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე სომხეთის მოსახლეობამ ხმის მიცემით სსრკ-ს დატოვებას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას დაუჭირა მხარი.

ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის ორი რესპუბლიკის ჰიმნების შესრულებით დაიწყო, ახალქალაქის სომხური ახალგაზრდული ცენტრის პასუხისმგებელი კარინე თადევოსიანი მისალოცი სიტყვით გამოვიდა. ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ძირითადად მონაწილეობდნენ ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის ისტორიის ჯგუფის მოსწავლეები.

პარალელურად, ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში ამ თემაზე ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო.

dennezavisimost