ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტი 35832 ლარით ჩაასწორა.
ბიუჯეტის ჩასწორებათა შორის, დეპუტატებმა ხარჯთა პუნქტი დაამტკიცეს, რომლის თანახმად მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების ორგანიზაციას ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის 12 500 ლარს გადაუხდის.
სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციის ადგილობრივი თვითმართველობის ნაციონალურ ასოციაციას აგრეთვე გადაუხდიან 3432 ლარს. ასოციაცია მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებს.
12900 ლარი გამოყოფილია მერიისა და საკრებულოს საქმეთწარმოების ელექტრონული სისტემისათვის, ასევე “საკანონმდებლო მაცნეს” მომსახურებისათვის.
7000 ლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ცენტრალური გათბობისათვის გამოიყო.