ახალქალაქიდან 16 კმ-ში მდებარე სოფელ ბალხოში კვლავ არსებობს გზის პრობლემა. ის სავალალო მდგომარეობაშია, სოფლის მოსახლეობა მათი სოფლის გზის მოასფალტებას ელოდება.
გზა ახალქალაქიდან სოფელ გომანამდე მთლიანად მოასფალტებულია, თუმცა მეზობელ სოფელ ბალხოში მიმავალი გზა გაუვალ მდგომარეობაშია.
ამ თემაზე Jnews-ი სოფლის მოსახლეობას ესაუბრა. 21 წლის ონიკ მკრტჩიანი, რომელიც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი სოფელი ქალაქიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს, გზის ცუდი მდგომარეობის გამო ქალაქში სწრაფად ვერ ხვდებიან.
„ტაქსის მძღოლები ხალხს ხშირად მომსახურების გაწევაზე და სოფელში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან, ხოლო ვინც პირველად მოდის, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ამბობს, რომ აღარ მოვა, რადგან დანგრეული გზა მანქანებს აფუჭებს“, – ამბობს ონიკი.
მისი თქმით, გზის გაუვალი მდგომარეობა სოფლის მოსახლეობას მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, ამ დროისთვის სოფლიდან ქალაქში ტაქსი 15-20 ლარი ღირს, თუმცა, მისი თქმით, გზა რომ ასფალტირებული ყოფილიყო, ქალაქში გადასვლა და დაბრუნება 30-40-ის ნაცვლად 20 ლარად იქნებოდა შესაძლებელი.
რაც შეეხება ტრანსპორტს, აღვნიშნავთ, რომ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებს, მაგრამ ქალაქში მხოლოდ დღეში ერთხელ დადის.
სოფელ ბალხოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება, რომ ბოლოს და ბოლოს ასფალტირებული გზა ექნებათ.
სოფლის მოსახლეობა გზასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემას უსვამს ხაზს. სოფელ არაგვასთან არსებულ აბრაზე მათი სოფლის სახელწოდებით აბრაც კი არ არის, რაც მათ გზასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის.
ვესაუბრეთ სოფელ ბალხოს გამგებელს მინას შახბაზიანსაც, რომელიც ურწმუნება, რომ სოფელში გზის ასფალტის პროექტი უკვე არსებობს.
„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაიწყება სამუშაოები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ასფალტის სამუშაოები უახლოეს მომავალში განხორციელდება, რადგან პროექტი უკვე არსებობს, იმას ნიშნავს, რომ რეალიზებული იქნება“, – თქვა სოფლის უფლებამოსილმა პირმა მინას შახბაზიანმა.