უკვე მრავალი წელია, ახალქალაქში თბილისის ქუჩა დანგრეულ მდგომარეობაშია. 2023 წელს ქუჩის სრულად ასფალტირების პროექტი არ ყოფილა, მაგრამ მერიაში გვითხრეს, რომ ორმოების სამუშაოები ჩატარდებოდა. ერთი წელი გავიდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. თბილისის ქუჩაზე არა მარტო ასფალტი დაინგრა, არამედ ლუქები ადგილებიდან გადატანილია.
ახალქალაქის მერის თქმით, მერია სამუშაოების შესასრულებლად მზად არის, თუმცა მოლაპარაკებები საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან მიმდინარეობს.
„თბილისის ქუჩასთან დაკავშირებით გვაქვს პროგრამები, რადგან ამ ქუჩაზე წყლის მილები და კანალიზაცია უამინდო მდგომარეობაშია. მთელი ქუჩის აღდგენის სამუშაოების ჩატარებას ვაპირებთ. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ამ სამუშაოების კოორდინაცია წყალმომარაგების კომპანიასთან. ასეთი შეთავაზება გვქონდა, რომ უახლოეს დღეებში ახალქალაქში ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულიყო. ერთხელ უკვე იყო გამოცხადებული, მაგრამ ვერ შედგა, მთელი ქალაქის, მათ შორის თბილისისა და სხვა ქუჩების წყალმომარაგების ხაზების რემონტი. რამდენად სწორი იქნება, თუ ჩვენ ჩავატარებთ კაპიტალურ რემონტს და გამოვლინდება, რომ მილები უნდა შეიცვალოს? ამიტომ, ასფალტირების დაწყებამდე ქუჩაში არსებული ორმოების გასწორებას ვეცდებით“, – თქვა მელქონ მაკარიანმა.
ახლა მერია გაერთიანებული წყალმომარაგების საბოლოო პროექტის წარდგენას ელოდება, ამის შემდეგ გაირკვევა, რომელ ქუჩაზე რა სამუშაოები განხორციელდება. წელს სრულად მოასფალტდება თუ არა ქუჩა, მერი დაზუსტებით ვერ ამბობს. ის განმარტავს, რომ წყალმომარაგების ცენტრიდან პასუხს ელოდებიან. თუმცა, მანამდე ორმოების სამუშაოები ჩატარდება, რათა დიდი გაუვალი ორმოები არ იყოს.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: