ძნელად გასავლელი ორმოები ქალაქ ახალქალაქის ფაქტიურად ყველა ქუჩაზე გაჩნდა, ასეთ ქუჩებს შორისაა თბილისის ქუჩა. ქუჩის ასფალტის პროექტი წელს არ არის, მაგრამ ორმოების სამუშაოები ჩატარდება.
ჯავახეთის ქუჩა ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, ამიტომ როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მანქანები ძირითადად თბილისის ქუჩაზე მოძრაობენ, რომელიც ასევე ინგრება.
„არ ვიცით საიდან ვიმოძრაოთ, ჯავახეთის ქუჩა დანგრეულია, მთავარ ქუჩაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, აქაც დანგრეულია. ვფიქრობ, ლაპარაკს აზრი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, თუ უნდათ, გააკეთებენ ამას, თუ არ უნდათ, არ გააკეთებენ, ”- ამბობს ვოლოდია.
მერიაში აცხადებენ, რომ წელს თბილისის ქუჩის სრული ასფალტირების პროექტი არ არის.
„ახლა დავიწყეთ ორმოების გარემონტება სხვადასხვა ადგილას, ისევე, როგორც მთავარ ქუჩაზე, ანუ უფრო ფუნდამენტურად გავაკეთეთ. რამდენადაც დაზოგილი თანხა საკმარისი იქნება, ორმოებს გავარემონტებთ. რეალურად, ამ გზას კაპიტალური რემონტი სჭირდება. ამ ქუჩას ვერ დავკეტავთ, რადგან ჯავახეთის ქუჩის ასფალტირება მიმდინარეობს და ამ ქუჩაზე სატვირთო მანქანები მოძრაობენ“, – ამბობს მერი მელქონ მაკარიანი.
თბილისის ქუჩის მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ მათმა ქუჩამ გაუარესება დაიწყო გამვლელი სატვირთო მანქანების რაოდენობის გაზრდის გამო.