ახალქალაქის სპორტული სკოლის ორ დარბაზში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. რემონტის დროს კიდევ ერთი დამატებითი კარი დაემატა.

ელექტრონული ტენდერი შპს “გოლდ-777”-მა 63 999 ლარის ოდენობით მოიგო.

1

„სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყო, სკოლის შენობაში დამატებითი შესასვლელი და გასასვლელი კარი გახსნეს, ლამინირებული იატაკი მოხსნეს, მის ნაცვლად დაიგება კაუჩუკის იატაკი, რომელიც სპორტული სკოლის სპორტული დარბაზისთვის ბევრად უფრო შესაფერისია. ახლა ჩვენ ჩოგბურთის დარბაზის იატაკის კაუჩუკით მოპირკეთება დავასრულეთ და დიდ დარბაზში იატაკის კაუჩუკით მოპირკეთების სამუშაოები დავიწყეთ“, – თქვა სპორტული სკოლის დირექტორმა არამ სუქიასიანმა.

დიდ დარბაზში დამონტაჟდება 7 პროჟექტორი.

2

როგორც სპორტული სკოლის დირექტორმა აღნიშნა, შესრულებული სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის, რადგან ვარჯიშის დროს ბავშვები შეიძლება დაშავდნენ ლამინირებულ იატაკზე დაცემით, კაუჩუკი ამ მხრივ უსაფრთხო და რბილია. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ის მადლობას უხდის მერიას.

როგორც სარემონტო სამუშაოების შემსრულებლებმა და თბილისიდან ჩამოსულებმა აღნიშნეს, სამუშაოების დროს არანაირი პრობლემა არ შექმნილა. სულ ოთხი ადამიანი მუშაობს.

სამუშაოები 21 სექტემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ სპორტსკოლაში ბავშვებს შეუძლიათ დაკავდნენ ფეხბურთით, ფრენბურთით, მაგიდის ჩოგბურთით, კარატეთი, რაგბით, თავისუფალი სტილით ჭიდაობით და ა.შ. თავისუფალი სტილით ჭიდაობის მეცადინეობები ტარდება სოფელ დილისკაში, კარატეს ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს ქალაქში, ხოლო მეორე – სოფელ მაჯადიაში. სკოლაში 250-280-მდე მოსწავლე სწავლობს. სწავლის განსაზღვრული ასაკი ასაკი არ არსებობს, სპორტის სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა ასაკობრივი შეზღუდვა აქვს.

3