ახალქალაქის სერვისცენტმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს ქალაქის ქუჩების სადეზინფექციო ღონისძიებები ჩაატარეს. დილიდან 11 ქუჩის სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დეზინფექცია ჩატარდება ქალაქის, როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ ქუჩებში.
სერვის ცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის თქმით, 11 ქუჩა მთლიანად იყო დეზინფიცირებული. ეს შემდეგი ქუჩებია: ნალბანდიანის, მიასნიკიანის, თამარ მეფის, მესროპ მაშტოცის, თუმანიანის, მკრტიჩ სარგსიანის, ბორის ლომსაძის, შარლ აზნავურის, დერენიკ დემერჩიანის, ვაზგენ სარგსიანის და ერევანიანის ქუჩა.
არმენ ბიჩახჩიანის თქმით, დეზინფექციის ღონისძიებები დღისით ვერ ჩატარდება, რადგან ქუჩებში ბევრი ხალხია.
ქუჩების დეზინფექცია სოფლის მეურნეობის ტრაქტორებით ტარდება.
«ტრაქტორები უფასოდ მუშაობენ, ფერმერებმა გამოგვიყეს, ჩვეულებრივი ტრაქტორებია სასუქების მისაყრელი მოსაბმელით. არსებული ჰიდროქლორიდის ხსნარით მინიმუმ 15 ქუჩის დეზინფექცია არის შესაძლებელი, მაგრამ მოგვიანებით კიდევ მივიღებთ და ქალაქის ყველა ქუჩაზე ჩავატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს»,- თქვა არმენ ბიჩახჩიანმა.
სერვისცენტრმა უკვე აიღო ნებართვა და სადეზინფეციო სამუშაოებს 21:00 საათის შემდეგ, კომენდატის საათის პერიოდში, ჩაატარებენ, როდესაც ქუჩაში ხალხი არ იქნება.