ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და თავშესაფარში გადაყვანის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 34 უპატრონო ძაღლი უკვე დაჭერილია, მაგრამ პროცესი გრძელდება.
მაწანწალა ძაღლების დამწყვდევის პროცესი ახალქალაქში ერთ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს. პირველი დარბევა თვეზე მეტი ხნის წინ მოხდა, მაშინ 17 ძაღლი დაიჭირეს, მეორე კი რამდენიმე დღის წინ მოხდა – კვლავ 17 ძაღლია დაჭერილი.
დაჭერილი ძაღლები სპეციალური მანქანით ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანეს. მანქანა გალიებით არის აღჭურვილი, ხოლო ავადმყოფ ძაღლებს ევთანაზია უკეთდება.
ქალაქ ახალქალაქში მერის წარმომადგენლის აშოტ ნახატაკიანის განცხადებით, ამ ეტაპზე 34 მაწანწალა ძაღლი უკვე დაჭერილია, მაგრამ პროცესი გრძელდება. მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ძაღლების ნაწილს ისევ უკან დააბრუნებენ.
უპატრონო ძაღლების დატყვევებისა და მათი თავშესაფარში განთავსების ტენდეტი ფიზიკურმა პირმა, ლერი ჩხარტიშვილმა მოიგო, რომელიც ოზურგეთის მკვიდრი გახლავთ. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 881 ლარი გამოიყო.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, წელს ძაღლის ნაკბენის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ძაღლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა დაიჭირონ და გადაიყვანონ სპეციალური მანქანებით. საჭიროების შემთხვევაში, სერიოზულად დაავადებულ ცხოველებს შეიძლება ევთანაზია გაუკეთდეს (ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება) და დაიკრძალოს.