აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ მე –15 “გოროდოკის” მახლობლად, ახალქალაქის საავადმყოფოში მისვლამდე, დაახლოებით 21:00 საათზე, დიდ სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Jnews– ის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.  ადგილზე მუშაობდნენ პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია და სახანძრო ჯგუფი. ხანძარი მალევე  ჩააქრეს.

 

DSC_2059

DSC_2070

DSC_2072