1-დან 6 სექტემბრამდე, ზღვისპირა ქობულეთში საქართველოს თოჯინების თეატრების ფესტივალი “მზიანი საქართველო” გაიმართა. ახალქალაქის თოჯინების თეატრმა „პუი პუიმ“ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ქობულეთში, აჭარაში გამართულ „მზიანი საქართველოს“ ფესტივალზე 8 თოჯინების თეატრმა წარდგა საქართველოს 8 ქალაქიდან – ხელვაჩაური, ოზურგეთი, მარტვილო, ჭიათურა, ბოლნისი, მცხეთა, ბაღდათი და ახალქალაქი.
ახალქალაქიდან ფესტივალში სამველ ხოდიკიანის ხელმძღვანელობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის თოჯინების თეატრი „პუი პუი“ მონაწილეობდა. ფესტივალი 1-დან 6 სექტემბრამდე გაიმართა.
„ფესტივალი წელიწადში ორჯერ იმართება. პირველი შავი ზღვის სანაპიროზე იყო, ზამთარში კი – ბაკურიანში. ფესტივალმა ძალიან კარგად ჩაიარა. სპექტაკლი „ფუტკარი და კურდღელი“ სომხურ ენაზე შევასრულეთ. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე სიტყვით სპექტაკლის მნიშვნელობა განვმარტეთ. ჩვენს წარდგენას აპლოდისმენტებით და სიხარულით შეხვდნენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ დაახლოებით 2 წელია არ ვმონაწილეობდით. ხოლო წელს ჩვენი მოგზაურობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, – ამბობს „პუი პუი“ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი.
“პუი პუის” თოჯინების თეატრმა საუკეთესო დადგმისა და თოჯინების დიპლომები მიიღო.
აღვნიშნავთ, რომ თეატრს ჯერ კიდევ არ აქვს ცალკე ფართი, სადაც სპექტაკლების დადგმასა და რეპეტიციების ჩატარებს შეძლებს.