ამ დღეებში საქართველოში გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეები მონაწილეობენ. დღევანდელი ბრძოლის შედეგად არტიუშ გომციანი ფინალში გავიდა.
არშაკ ელიზბარიანი და არტიუშ გომციანი დღეს ფინალში გასასვლელად იბრძოდნენ. არშაკი ყაზახეთის მეტოქესთან დამარცხდა, არტიუშმა კი ქუთაისელი სპორტსმენი დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მანამდე ტურნირის ფინალში გავიდა გორ აივაზიანიც, რომელმაც ორი ბრძოლა ჩაატარა, ორივე გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის ფინალი დღეს, 8 სექტემბერს გაიმართება. პირველი და მეორე ადგილისთვის გორ აივაზიანი და არტიუშ გომციანი იბრძოლებენ, მესამე ადგილი არშაკ ელიზბარიანმა დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ გორ აივაზიანი 57 კგ წონით კატეგორიაში იბრძვის, არტიუშ გომციანი 60 კგ წონით კატეგორიაში და არშაკ ელიზბარიანი 75 კგ წონით კატეგორიაში. არშაკ ელიზბარიანისა და არტიუშ გომციანის ტრენერი ატომ ელიზბარიანია, ხოლო გორ აივაზანის გაგიკ ელიზბარიანი.
დავამატებთ, რომ გიორგი კანდელაკის სახელობის კრივში საერთაშორისო ტურნირში ეროვნული ნაკრების წევრი მოკრივეები მონაწილეობენ. ამ ჩემპიონატის შემდეგ 22 წლამდე სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადონ, ხოლო მოზარდები მსოფლიო ჩემპიონატისთვის.