თავისუფლების ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და შემოგარენის რეკონსტრუქციის ტენდერი მესამედ არ შედგა. ამინდის გაუარესების გამო სამუშაოები მომავალ წლამდე გადაიდო.
სამუშაოებზე ტენდერი პირველად 24 ივლისს გამოცხადდა, მეორედ 1 აგვისტოს, მესამედ 16 აგვისტოს. სამივე ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო ჩაიშალა.
Jnews-თან სატელეფონო საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა, არა მოვსისიანმა თქვა, რომ პროექტის განხორციელება მომავალ წლამდე გადაიდო.
„ამინდი უკვე უარესდება, ახალ ტენდერს არ გამოვაცხადებთ, რადგან წელს ამის დრო არ გვექნება. ახლა ამას მომავალი წლის იანვარ-თებერვალში გამოვაცხადებთ, რომ სამუშაოები თბილი ამინდის დადგომასთან ერთად დაიწყოს“, – კომენტარი გააკეთა მან.
მოვსისიანმა აღნიშნა, რომ ჩავარდნილი ტენდერების მიზეზი შესაძლოა მომუშავეებუს უკმარისობა იყოს.
„შემიძლია ვივარაუდო, რომ მომუშავეები არ არიან, ასევე კომპანიებს არ უყვართ ფასადის სამუშაოები, ეს ყველაზე რთული სამუშაოა. შევამოწმეთ ტექნიკური მოთხოვნები და ფასები, არანაირი პრობლემა არ არის“, – თქვა არა მოვსისიანმა.
შეგახსენებთ, რომ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი კორპუსი სავაჭრო ცენტრ “Nane Mall”-ის მოპირდაპირედ მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება შენობის ფასადის ქუჩიდან და ეზოდან კოსმეტიკური გარემონტება, მოაჯირებით აივნების შეკეთება, სკამების დამონტაჟება და განათება. ასევე, ტენდერის მიხედვით, დაგეგმილია შენობის წინ პარკინგის ადგილის გათავისუფლება ტროტუარის შემცირებით. ტენდერის მიხედვით სამუშაოს თანხა 248 897 ლარს შეადგენს.
თავისუფლებას ქუჩაზე კომფორტული პარკინგი და მაღალსართულიანი კორპუსის კარგად მოვლილი ფასადია მოსალოდნელი