ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეუულის შეგროვება თითქმის დასრულებულია. ზოგიერთ სოფელში მოსავლის შეგროვება უკვე დასრულებულია, ხოლო ზოგში ჯერ კიდევ გრძელდება. აგროომები აღნიშნავენ, რომ მარცვლეულის მოსავლიანობა წელს საკმაოდ მაღალია, მაგრამ მუნიციპალიტეტში კომბაინებისა და მყიდველების უკმარისობა იგრძნობა.
კარტოფილისგან განსხვავებით ახალქალაქში მარცვლეული ძირითადი შემოსავლის მიზნით არ ითესება, ზოგი მოსავლის ბრუნვისთვის თესავს, ზოგი კი საკუთარი საჭიროებისთვის. რადგან მუნიციპალიტეტს საკუთარი მარცვლეულის კომბაინები არ აქვს, მარცვეულის მოსავლის აღების სეზონზე ტექნიკას სხვა მუნიციპალიტეტებისგან იჯარით ვიღებთ. წელს ერთი სოფლის მცხოვრებისთვის დაახლოებით 2 ლარი გადავიხადეთ.
ფერმერების თქმით, ახლა 1 კგ ხორბალი 70 თეთრი ღირს, ხოლო ქერი — 60-70 თეთრი. რაც შეეხება მოსავლიანობას, გასულ წელთან შედარებით შესამჩნევი მცვლილება არ აღინიშნება, მოსავლიანობა მაღალია. თუმცა ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა აქვთ, მყიდველები დღემდე არ არიან.
მსხვილი ფქვილის ქარხნები ფქვილის წარმოებისთვის ხორბალს ახალქალაქის მინდვრებიდან ყიდულობენ, ხოლო ადგილობრივები და მეზობელი რაიონებიდან ქერს საკვებად იყენებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა ხორბლისგან კორკოტს, ბულგურს და პოხინდს აკეთებს. ამ პროდუქტებს ჯავახეთის დიასახლისები ფართოდ იყენებენ.