გუშინ, 11 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში ძლიერმა სეტყვამ  ნათესები დააზიანა.

ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სოფელ ხანდოს მინდვრების ზოგიერთ ნაწილში მოსავალი გაანადგურა.

”მინდვრების ამ ნაწილში 10 ჰექტარზე მეტი მოსავალი მქონდა, ძლივს მოვახერხეთ მორწყვის პრობლემის მოგვარება. კარტოფილი დათესილი მქონდა დაახლოებით  80 ჰექტარ მიწის ფართობზე. არც კი მქონდა დრო მათი მორწყვისთვის, სეტყვამ მთლიანად გაანადგურა, ” – თქვა სოფელ ხანდოში მცხოვრებმა ედუარდ ჰაკობიანმა Jnews– თან ინტერვიუში.

ზარალის მოცულობა ჯერ უცნობია, სოფლის მოსახლეობის თქმით, მოსავალი მთლიანად განადგურებულია.