15 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკას ფერმერებმა ახალქალაქის მერს იურიკ ჰუნანიანს საჩივრით მიმართეს, რათა ხმა მიეწვდინათ საქართველოს მთავრობისათვის. ფერმერებს კარტოფილის გაყიდვაში დახმარების იმედი აქვთ, რადგან 20 დღეში ახალი მზარდი სეზონი იწყება, გასული წლის მოსავალი კი ჯერ არ გაყიდულა.
შუადღისთვის, სოფელ დილისკას 20-მდე ფერმერი მერთან იურიკ უნანიანთან საჩივრით მივიდა. მათ სურთ სახელმწიფომ გარკვეული დროით შეწყვიტოს კარტოფილის იმპორტი სხვა ქვეყნებიდან. მერი მათ მერიის სააქტო დარბაზში შეხვდა, შეხვედრას ასევე ესწრებოდა მერის მოადგილე შალვა ბალახაძე.
ფერმერებმა არ იციან გასული წლის მოსავალს რა უშველონ, ისინი ეთანხმებიან ნებისმიერ ფასს, უბრალოდ გაყიდონ კარტოფილი და საწყობები დაცალონ.
”ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო დაგვეხმაროს, შეაჩეროს კარტოფილის იმპორტი თურქეთიდან. 10-20 დღის განმავლობაში რომ შეჩერებულიყო კარტოფილის იმპორტი, ჩვენსას გავყიდდით. Რა უნდა გავაკეთოთ? ყველაფერი გაძვირდა, ჩვენი კარტოფილის გარდა, და ვერ ვყიდით. სასუქი 57 ლარი ღირდა, ახლა კი 77 ლარი. რატომ აძლევენ სუბსიდიებს სხვებს, ჩვენ კი კარტოფილის მწარმოებლებს არა”, – პრეტენზია გამოთქვამს ერთ–ერთი აქციის მონაწილემ.
”თუ 10 დღის განმავლობაში იმპორტი არ დაიხურება და ჩემს კარტოფილს ვერ გავყიდი. მივიტან და ბანკის ეზოში გადავყრი. გასულ გაზაფხულზე ჩვენთან მოვიდნენ ბანკი “კრედოდან“, შემოგვთავაზეს ბანკისგან სესხის აღება და დარგების გაფართოება, სოფლის მეურნეობის განვითარება. ჩვენ ასეც მოვიქეცით, მაგრამ ახლა არ შეგვიძლია გავყიდოთ მოსავალი. რატომ შემოაქვთ სხვა ქვეყნებიდან, როცა ქვეყანაში ბევრი კარტოფილია. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია კარტოფილის გაყიდვა. როგორ დავფაროთ სესხები? ჩვენს სოფელში, საერთო ჯამში, 1500 ტონა კარტოფილია. მხოლოდ მე მაქვს 60 ტონა,”- ჩივის სხვა ფერმერი.
შეკრებილთა თქმით, სოფელ დილისკაში 70-მდე ადამიანმა ბანკიდან 20 000 ლარის სესხი აიღო კარტოფილის დარგების გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით. ფერმერები დღეს ბანკს ვერ უხდიან, რადგან კარტოფილი ვერ გაყიდეს.
ფერმერების თქმით, არც შემოდგომით იყო ბევრი მყიდველი სოფელში.
“არცერთი მანქანა ჩვენი სოფლიდან ცარიელი არ გასულა. მე არ გამიყიდავს, სხვებმა გაყიდეს. შემოდგომის შემდეგ ცოტა მყიდველი იყო”, – თქვეს ფერმერებმა.
ერთ-ერთი ფერმერი აღშფოთებული იყო იმით, რომ ორი თვის წინ საბაჟოზე მათ ვერ მიიღეს ხარისხის სერთიფიკატი, რომ კარტოფილი სომხეთში გაეტანათ.
“ჩვენ ვიცით, რომ ახლა სომხეთში კარტოფილზე მოთხოვნაა, თუმცა ხარისხის სერტიფიკატს ვერ ვღებულობთ. 30ტონა მივყიდე მყიდველს, რათა მან წაიღო სომხეთში. ამ პიროვნებამ სხვებისგანაც იყიდა. ქართველმა მებაჟეებმა ხარისხის სერტიფიკატი არ მოგვცეს. სავარაუდოდ, კარტოფილი იყო უხარისხო. ტომარაში რამდენიმე გაფუჭებული კარტოფილი იყო, მყიდველმა შესთავაზა მათი ამოღება და ისე, რომ დანარჩენებისთვის მიეცათ ხარისხის სერტიფიკატი. კარტოფილი დავაბრუნე და მარნეულში ძლივს გავყიდე”, – ამბობს ლერნიკ ეზოიანი.
ლერნიკ ეზოიანს 35 ტონა კარტოფილი გასაყიდი კიდევ აქვს.
”რატომ ყიდულობენ აზერბაიჯანელები ჰოლანდიურ კარტოფილს ორჯერ უფრო ძვირად, მაგრამ არ ყიდულობენ ჩვენსას? კარტოფილი თურქეთიდან შემოაქვთ. რატომ არ ფიქრობს ჩვენი სახელმწიფო ჩვენზე? ჩვენ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ”, – აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.
გასულ კვირას ყაზახეთიდან მოვაჭრეებმა მუნიციპალიტეტისგან დაახლოებით 60 ტონა კარტოფილი იყიდეს. ეს ფერმერებისთვის გამამხნევებელია. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, მოვლენ თუ არა ისინი ისევ. ადგილობრივი კარტოფილის რეგულარული მყიდველები – აზერბაიჯანელები და მარნეულელები წელს თითქმის არ იყვნენ.
მერმა იურიკ უნანიანმა ფერმერებს მოუსმინა და პირობა დადო, რომ ინფორმაციას გუბერნატორს გადასცემდა.
“ჩვენ სიტუაციის შესახებ მთავრობას ვაცნობეთ, საკრებულოში ერთად დავწერეთ წერილი. 10 დღის წინ ვესაუბრეთ აგრარული მინისტრის მოადგილეს. ეს გუბერნატორმაც იცის. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, სოფლის მოსახლეობისთვის რთული ვითარებაა.”- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა.