დღეიდან მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება იწყება. გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ 50 ან 60%-იან დაფინანსებას.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
სააგენტოს თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო პოტენციური ბენეფიციარი ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლის ასაკი სააგენტოში
განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს 18-იდან 35 წლის ჩათვლით მამაკაცების შემთხვევაში, ხოლო 18-იდან 40 წლის ჩათვლით ქალების შემთხვევაში, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის – არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.
პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 9 ოქტომბრის 12:00 საათიდან. პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
სააგენტოს თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის სრულად შესრულებას.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ბმულზე.