ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დასრულდა. ხალხი მოსავლით კმაყოფილია, თუმცა სარეალიზაციო ფასითა და მყიდველების არარსებობით ხალხი უკმაყოფილო რჩება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 1კგ კარტოფილს 0,5-0,65 ლარად ყიდიან. ახლა მოსავლის სარდაფში შენახვისათვის ასაწყობებენ. ის, ვისაც შეუძლია ჯერ არ გაყიდოს, ინახავს, რათა ფასის გაზრდის შემდეგ გაყიდოს. მიწათოქმედების თქმით კარტოფილის მოსავალი წელს ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა, რომ სეტყვამ ზოგიერთი მინდორი დააზიანა. სოფლის მოსახლეობას დღეს რეალიზაცია აღელვებს, მყიდველი არ არის და ფასი, მათი აზრით, ძალიან დაბალია.
“მოსავალი ძალიან კარგია, უკვე ავიღეთ, მაგრამ მყიდველი არ არის, და ძალიან დაბალია ფასი. მცირე ნაწილი თბილისში წავიღეთ, გავყიდეთ, რათა ზოგიერთი ხარჯი დავფაროთ, ხოლო დანარჩენს ვახარისხებთ და სარდაფებში ვინახავთ”,- ამბობს სოფელ ორჯის მცხოვრები, კურდოღლიანი.
“მიღებული მოსავლით კმაყოფილი ვარ, წელს ყველას კარგი მოსავალი აქვს, რეგიონში კარგი მოსავალია. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც მორწყვის საშუალება იყო. ახლა ვერ გავყიდით, მაღალი ფასის იმედი გვაქვს. მე წელს კარტოფილის მიწები გავზარდე”,- ამბობს ფერმერი სოფელ არაგვადან.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსი რამაზ გოგოლაძე ამტკიცებს, რომ წელს, ნამდვილად, კარტოფილის კარგი მოსავალი აიღეს, მაგრამ არის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა.
“მოსავალი კარგია, თუმცა რეალიზაციასთან დაკავშირებით არის პრობლემა, მყიდველი არ არის, ფერმერები ახარისხებენ და ინახავენ მას. მოსავლიანობაზე ციფრებში ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, სოფლებიდან მონაცემები ჯერ არ გვაქვს”,- თქვა რამაზ გოგოლაძემ.
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი ამტკიცებს, რომ კარტოფილის დაბალი ფასი დაკავშირებულია იმასთან, რომ ბაზარზე ახლა ძალიან ბევრი კარტოფილია, ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს.
“წელს კარგი მოსავალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზიანა, ვეგეტაციური პერიოდი იყო, და ნათესებიც აღდგა. გარდა ამისა, კარტოფილის მიწების ფართობი რაიონში გაიზარდა. მოსავლიანობა შეიძლება ითქვას 25 ტ-დან 1 ჰა-მდე შეადგენს. საქართველოში კარტოფილი გარედან ჯერ არ შემოსულა. უბრალოდ ყველამ ერთად ამოყარა და დაიწყო გაყიდვა. ხალხს კრედიტები, ვალები აქვს, ამიტომ ბაზრობაზე ახლა ბევრი კარტოფილია, ფასი კი დაბალი”,- ამბობს მახარე მაცუკატოვი.