იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილი იმპორტი თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი კი 5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან 4 710 ტონა (1,289 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 23 301 ტონა (5,174 მლნ აშშ დოლარი). ამაზა წერს bpn.ge.
ამასთან, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ სხვა ქვეყნებიდან 22 550 ტონა (7,568 მლნ აშშ დოლარი), პროდუქტი შემოიტანა, 2022 წლის 10 თვეში 3 820 ტონა (2,107 მლნ აშშ დოლარი).
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს საქართველოს 1 კგ კარტოფილის იმპორტი საშუალოდ, 33 ცენტი დაუჯდა, 1 კგ პროდუქტის ექსპორტიდან კი საშუალოდ 27 ცენტი მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს კარტოფილი ვიყიდეთ და გავყიდეთ.
იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან კარტოფილი მხოლოდ 5 ქვეყანაში გავიდა, ესენია:
აზერბაიჯანი – 3 278 ტონა (709.4 ათასი აშშ დოლარი)
რუსეთი – 1 176 ტონა (493.4 ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი – 135 ტონა (44.6 ათასი აშშ დოლარი)
ბელარუსი – 84.5 ტონა (30.7 ათასი აშშ დოლარი)
უკრაინა – 36.4 ტონა (11.4 ათასი აშშ დოლარი)
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც კარტოფილი შემოვიდა:
რუსეთი – 8 335 ტონა (2,245 მლნ აშშ დოლარი)
ბელარუსი – 7 535 ტონა (2,043 მლნ აშშ დოლარი)
ეგვიპტე – 1 606 ტონა (608.9 ათასი აშშ დოლარი)
უკრაინა – 1 342 ტონა (369.4 ათასი აშშ დოლარი)
გერმანია – 1 180 ტონა (1,185 მლნ აშშ დოლარი)