მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც, კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის, ჯავახეთში მშვიდი ატმოსფერო სუფევს. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის მზადებას დაიწყო, რაც კარანტინის პირობებში აკრძალული არ არის.
თბილ ამინდებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო. ხალხი ქერს თესავს. მოსახლეობის თქმით, მათ არ სჯერათ, რომ კორონავირუსი მათზე იმოქმედებს.
«რა კორონავირუსი, ასეთი გაგება არ არსებობს. ეს სპეციალურად შექმნეს მხოლოდ იმისათვის, რომ მოკვდეს ასაკოვანი ხალხი რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. ეს ვირუსი ჯანმრთელ ადამიანზებზე არ მოქმედებს. ჩვენ სოფლის ჯანსაღ პროდუქტებს ვჭამთ, ეს ჩვენზე არ მოქმედებს»,- თქვა სოფელ ორჯას მცხოვრებმა სამველმა.
მან ტრაქტორი უკვე მოამზადა და რამდენიმე დღეში ის ქერის თესვას დაიწყებს.
«რასაკვირველია, უნდა დავთესო და ვიმუშავო. ახლა ამას თუ არ გავაკეთებ, მერე როგორ ვიცხოვრებ? მე საზღვარგარეთ დავდიოდი სამუშაოდ, მაგრამ გზები დაკეტეს. აქაც თუ არ ვიმუშავებ, რას შევჭამთ?»,- ამატებს სამველ აკოჯიანი.
სამველი ერთადერთი არ არის, სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის ყველა ემზადება.
«ჩემ ნაკვეთზე ქერი უკვე დავთესე და სანამ ამინდი არ გაუარესებულა სხვა ნაკვეთებზეც ვაპირებ დათესვას. შემდეგ უნდა დავიწყოთ კარტოფილის თესვა. კორონავირუსი იქნება, თუ სხვა ნებისმიერ ვირუსი, ჩვენ ცხოვრება გვინდა. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ. ამასთანავე ჩვენ სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებთან არ გვაქვს კონტაქტი, ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ჩვენი სოფლის იმ მაცხოვრებლებთან, ვინც სოფლიდან არ გადის»,- ამბობს სოფელ ხულგუმოს მცხოვრები არმენი.
ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჰიგიენის წესებისა და დისტანციის დაცვით უნდა დაიწყოს.
«აუცილებელია, რომ ერთ ადგილას ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს, მეორეს მხრივ, საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა, რათა მიწები არ დარჩეს დაუმუშავებელი. ხალხმა უნდა იმუშავოს, დათესოს ქერი და კარტოფილი. რა თქმა უნდა, ეპიდემიაა, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, თუ წარმოება შეჩერდა, ხალხი არ უნდა დარჩეს ფულის გარეშე, ადამიანებს პურის ფული უნდა ჰქონდეს»,- აღნიშნა მახარე მაცუკატოვმა.
მაცუკატოვი მოსახლეობას მოუწოდებს ვირუსს სერიოზულად მოეკიდონ და გაექცნენ გაუმართლებელ რისკებს.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსმა რამაზ გოგოლაძემ თქვა, რომ სამინისტრო ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობს და ამასთანავე, ხალხს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არ უკრძალავს.
«სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა აკრძალული არ არის, საჭიროა საკვებზე ფიქრი. არსებობს პროდუქტები, რომლებიც გაძვირდა, მაგალითად ფქვილი, შაქარი, მაგრამ სახელმწიფო აკონტროლებს, რომ დოლარის მატებამ ამ პროდუქტებზე არ იმოქმედოს, ფასი არ გაძვირდეს. ჩვენ უნდა გავნაგრძოთ მუშაობა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ 10 ადამიანი ერთად შეიკრიბოს, ჩვენ ყველა წესი უნდა გავითვალისწინოთ»,- თქვა რამაზ გოგოლაძემ.
გოგოლაძემ ასევე დაამატა, რომ ყველა რაიონის ყველა ფერმერს, ვისაც დახმარება ესაჭიროება, შეუძლია მიმართოს მათ.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს ყოველ დღე.