ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოფლებიდან ფერმერების საჩივრები შემოდის, რომ ან კარტოფილი არ ამოდის, ან ყუნწები გახმა, ფერმერები უმოსავლო წელს ელოდებათ. Jnews-მა გადაწყვიტა შეესწავლა ამის მიზეზები და გაეგო, გაარკვევს თუ არა მიზეზებს სახელმწიფო.

სოფელ ბარალეთიდან კარენ ბერუჯანიანმა დათესა სხვადასხვა ჯიშები: „გრანადა“, „მუსიკა“, „მონეტა“. თუმცა განვითარება და პრობლემები, მისი დაკვირვებით, არა ჯიშზე, არამედ მინდვრის მდებარეობაზეა დამოკიდებული. მისი სახლის ეზოში დათესილი კარტოფილი ფიტოფტოროზით დაავადდა.
„იგივე თესლი სხვა ადგილას დავთესე, არ დაავადდნენ, მაგრამ რაც სახლის ეზოში დავთესე, ფიტოფტორით დაავადდა, 50 მეასედი, შევწამლე, მაგრამ არ უშველა“, – ამბობს კარენ ბერუჯანიანი.

სოფელ ბარალეთის კიდევ ერთ მცხოვრებს “არიზონას” თესლი არ განუვითარდა.

ვიყიდე ახალი ჯიში „არიზონა“, 500 კგ, დავთესე 12 მეასედ მიწაზე, მაგრამ ნახევარი არ ამოვიდა, ღეროები დღესდღეობით ალაგალაგ 2-3 სმ-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსავალი არ იქნება“, – ამბობს ფერმერი სოფელ ბარალეთიდან.

qartol1

ადგილობრივი სპეციალისტები ამბობენ, რომ კარტოფილის მინდვრების ამ მდგომარეობას ორი მიზეზი აქვს: ობიექტური – ამინდის პირობები და სუბიექტური – ფერმერების არასაკმარისი ცოდნაიმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ მსგავს სიტუაციებში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მოვლენების ასეთი შედეგი არ იყო რთული მოსალოდნელი, ფერმერები ამისთვის მზად უნდა იყვნენ და ებრძოლონ დაავადების ადრეულ განვითარებას, რომ აღდგენას მიაღწიონ.

აგრონომი და ფერმერი ეღიშ აგაჯანიანი ამბობს, რომ გვიანი ფიტოფტოროზი და თესლის დაბალი აღმოცენება წარმოიშვა ნიადაგის ჰიპერტენიანობის გამო.

„მინდვრის იმ ადგილებში, სადაც წვიმების შედეგად წყალი გროვდებოდა, ვერ მიედინებოდა, იქ კარტოფილი არ აღმოცენდა ან ფიტოფტორით დაავადდა. მიწა, სადაც თესლი არ აღმოცენდა, ძალიან მაგარია, დაპრესილია, ჟანგბადით არ არის მდიდარი, არ არის სითბო, ნესტიანია, ზუსტად ეს არის ფიტოფტორით დაავადების მიზეზი. ფიტოფტორით დაავადების დროს წამლავენ, როცა კარტოფილი არ არის დაავადრბული, პროფილაქტიკისთვის. ჩვენი ფერმერები კი მკურნალობას მაშინ იწყებენ, როცა დაავადება უკვე გაწვავებულია. ამ შემთხვევაში წამლები არ უშველის. როცა დიდხნიანი წვიმებია, ტემპერატურის უეცარი ცვლილებები, მაშინ ფერმერებმა უკვე უნდა იცოდნენ, რომ სოკოვანი დაავადებები გარდაუვალია. უნდა დაიწყონ პროფილაქტიკური ღონისძიებები“, – ამბობს სპეციალისტი და ამატებს, რომ პრობლემა თავიდანვე იყო, როცა ხალხმა კარტოფილის თესვა დაიწყო, როცა მიწა ჯერ კიდევ ცივი იყო.

აგრონომის თქმით, კარტოფილი მაშინ უნდა დაითესოს, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10 გრადუსზე მეტია. თუ ნიადაგში ტემპერატურა დაბალია, მაშინ გაღვივება ფერხდება.

ეღიშ აგაჯანიანი ამბობს, რომ ფერმერები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მათ მიერ მოყვანილი მოსავლის ყველა დაავადების შესახებ.

„კარტოფილი განათლევულად უნდა მოვიყვანოთ, გვაქვს მოთხოვნა ინფორმაციაზე, რომელიც აგრონომებმა უნდა გასცენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ცოტა გვყავს“, – ამბობს აგაჟჯანიანი.

ფერმერთა ინფორმირებულობის ნაკლებობას ადასტურებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძეც.

ხოლო იმის შესახებ, აპირებს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაიმე კვლევის ჩატარებას ზუსტი მიზეზის დასადგენად და პრევენციის მიმართულებით მუშაობას, რამაზ გოგოლაძემ თქვა, რომ კარტოფილთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე სამინისტროს მისწერეს.

“ორი დღის წინ მუვწერეთ, ფოტო გავუგზავნეთ, პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ყველაფერს მათ ვაცნობებთ. ეს მდგომარეობა არა მარტო კარტოფილის, არამედ ყურძენის შემთხვევაშიც არის. საქართველოს არ აქვს ლაბორატორია, რომ ზუსტად დადგინდეს, ფიტოფტორის რომელი სახეობაა. ცოდნაა საჭირო, მინიმუმ სამი წელი ცვლის დაცვა, ერთ ადგილას ერთი და იგივე კულტურა არ უნდა მოვიყვანოთ, რომ ნიადაგი განიკურბოს, დროზე უნდა დაიწყოს მკურნალობა და ა.შ.”,-ამბობს რამაზ გოგოლაძე.

ხოლო პირველადი დახმარების კონსულტაციისსახით, მან აღნიშნა, რომ ფერმერებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სპეციალისტს, აგრონომს ნომერზე 595 858 367.