სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სოფლის განვითარების სააგენტო მეფუტკრეობის კოოპერატივების პროგრამას ახორციელებს, რომლითაც პროექტის ღირებულების 80%-მდე ფინანსდება.

1 მაისს მეფუტკრეებისთვის პროგრამა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ. პროგრამა უვადოა და გაგრძელდება მანამ, სანამ მეფუტკრეების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა საკმარისი იქნება. სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა პროექტის მთლიანი ღირებულების 80%-ს შეადგენს, მაგრამ 30 000 ლარს არ აღემატება, რომელიც 20%-ით თვითდაფინანსების ნაწილია. პროექტი აფინანსებს ფუტკრის, ცენტრიფუგის (თაფლის სატუმბი აპარატის), თაფლის შესანახი კონტეინერების, ტრანსფორმატორის და სხვა მოწყობილობების შეძენას. ფინანსდება არაუმეტეს 100 სკა.

ახალქალაქში, როგორც მთიან რეგიონში, კოოპერატივი შეიძლება 5 წევრისგან შეიქმნას. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კოოპერატივებს სტატუსი უნდა ჰქონდეთ.

“დაფინანსებაზე განაცხადები ონლაინ იგზავნება. ახლა ჩვენი რეგიონიდან პროგრამაში მონაწილეობისთვის კოოპერატივი იქმნება”, – ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი არმან ჰარუთუნიანი.

მონაწილეობის მისაღებად კოოპერატივმა უნდა წარმოადგინოს აუდიტის დოკუმენტი, რომ რეალურად აქვს სკების შესაბამისი რაოდენობა, საგადასახადო დოკუმენტი, რომ სახელმწიფოს წინაშე დავალიანება არ არსებობს, ასევე ბანკიდან უნდა წარადგინოს რეკვიზიტები. ხოლო პროექტის სახელმწიფო დაფინანსებით, კოოპერატივის ანგარიშზე  პროექტის მთლიანი ღირებულების 20% უნდა იყოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს მიმართოთ.

დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე rda.gov.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 70 კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 13-ს აქვს სტატუსი.