რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რამდენი იყო მიღებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2023 წელს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მონაცემები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2023 სასოფლო-სამეურნეო წელი წარმატებული არ იყო: სეტყვა, წვიმა, რომელმაც მოსავალი წაიღო, ცუდი სათესლე, არც თუ ისე კარგი მოსავალი და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

  • 2023 წელს კარტოფილი 10 918 ჰექტარზე დაითესა და 223 148 ტონა იქნა მიღებული, 2022 წელთან შედარებით კარტოფილის მინდვრები გაზრდილია. 2022 წელს 10 775 ჰექტარ მიწაზე დაითესა და 169 120 ტონა იქნა მიღებული.
  • სტაფილო – დათესილია 285,5 ჰა, მიღებულია 7192 ტ.
  • ჭარხალი – დათესილია 123 ჰა, მიღებულია 5300 ტ.
  • ხახვი – დათესილია 8,5 ჰა, მიღებულია 331 ტ
  • ხორბალი – დათესილია 3034 ჰა, მიღებულია 9573,8 ტ., (2022 წელს დათესილია 3037 ჰა, მიღებულია 10884 ტ.)
  • ქერი – დათესილია 7261 ჰა, მიღებულია 21377,3 ტ.
  • შვრია – დათესილია 976 ჰა, მიღებულია 2193,4 ტ
  • ნიორი- დათელისია 8,3 ჰა, მიღებულია 21,2 ტ.
  • კომბოსტო – დათესილია 16,2 ჰა, მიღებულია 544 ტ.

ხორბლის გარდა, 2023 წელს ყველა ზემოაღნიშნული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მინდვრები გაიზარდა. 2023 წელს ხორბლის მინდვრები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა.

2023 წელს მკვეთრად გაიზარდა ხახვისა და ჭარხლის სათესი მიწები.