სოფელ ტურცხის მოსახლეობამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შენობასთან დღეს, მიტინგი გამართეს. ისინი დაპირებისამებრ, სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფას მოითხოვენ.
დღეს, 7 აგვისტოს, დაახლოებით 11:00 საათზე, სოფელ ტურცხის მცხოვრებლები, დაახლოებით 30 ადამიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში საჩივრით მივიდა.
29 ივლისს, სოფელ ტურცხსა და ხანდოში მცხოვრებ მოსახლეობას დაპირდნენ, რომ სარწყავი სისტემა გაიხსნება და ისინი წყალს მიიღებდნენ.
სოფელ ტურცხისა და ხანდოს მოსახლეობა შპს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მუშაობით უკმაყოფილოა.
29 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ტურცხისა და ხანდოს მოსახლეობა შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების სამცხე-ჯავახეთის კომპანიის უფროსს, ვლადიმერ ხმალაძეს შეხვდა. დაპირება სწორედ ამ შეხვედრაზე გაიცა.
სარწყავი სისტემა თითქოსდა გახსნილია, მაგრამ წყალმა სოფელ ტურცხამდე ვერ მიაღწია, მოსახლეობა წყალს კვირაზე მეტია ელოდება. დღეს კი, გადაწყვიტეს დახმარებისთვის მერისთვის მიემართათ.
”საკრებლოში შეხვედრის შემდეგ, შევადგინეთ გრაფიკი და გრაფიკის მიხედვით, გუშინ დილით წყალი ჩვენამდე უნდა მოსულიყო, მაგრამ წყალი არ იყო. დილით წავედი სოფელ კოჩიოში, რათა მენახა იქ არსებული მდგომარეობა და “წყალთან ერთად” დავბრუნებულიყავი სოფელში, მაგრამ წყალი არ იყო, სოფელ კოჩიოს მცხოვრებლები რწყავდნენ და წყალს არ უშვებდნენ. პოლიციაც იქ იყო, მაგრამ მოსახლეობამ წყალი არ გამოუშვა, მათი თქმით, სანამ არ დაამთავრებდნენ მორწყვას, წყალს არ გაუშვებდნენ. შემდეგ მოვედი და აღმოვაჩინე, რომ მოსახლეობა ქალაქში წავიდა ”, – ამბობს ანა ღევენიანი, სოფელ ტურცხის უფლებამოსილი პირი.
სოფელ ტურცხის მოსახლეობა პარლამენტის დეპუტატმა სამველ მანუკიანმა და ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა მიიღეს.
ანა ღევენიანის თქმით, მოადგილემ გრაფიკი თავად შეადგინა და დაპირდა, რომ სარწყავი წყალი ექნებათ.
”ხვალინდელი დღის განრიგის მიხედვით, 1:00 საათიდან წყალი გვექნება ორი დღის განმავლობაში. ერთ დღეს გავავსებთ პირუტყვის აუზს, მეორე დღეს მოვრწყავთ. ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენს მერეც არიან სოფლები, რომ წყალმა იქამდეც მიაღწიოს”, – ამბობს ანა ღევენიანი.
როგორც არმენ მარანგოზიანმა თქვა, რომ მათ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას მოსახლეობასთან.
”საღამოს, სოფელ კოჩიოს მცხოვრებლები დაკეტავენ სარწყავ არხებს და წყალი ლომათურცხამდე მიაღწევს, ერთ დღეს გამოიყენებს ლომათურცხის მოსახლეობა სარწყავად და ხვალ წყალი მიაღწევს ტურცხამდე, შემდეგ ერთ დღეში წყალი მიაღწევს ხანდომდე. სამწუხაროდ, ასე გამოვიდა, ჩვენ გვსურს, რომ ყველამ მიიღოს წყალი “, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი.
მისი თქმით, კოჩიოს მოსახლეობის 91% -მა დაასრულა მორწყვა და წყალი თანდათანობით მიაღწევს დანარჩენ სოფლებამდე.
სოფელ ტურცხის მცხოვრებლებს დიდი იმედი აქვთ, რომ შეთანხმებასაც და გრაფიკსაც ამჯერად დაიცავენ.