საძოვრების სეზონი გახსნილია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში მწყემსი არ ჰყავთ. სოფლის მოსახლეობა ეძებს ადამიანის, რომელიც ანაზღაურებით 80-100 საქონელს მწყემსავს.
სოფელ კორხში ძველად 500-600 სული ძროხა ჰყავდათ. დღეს დაახლოებით 100 მსხვილფეხა საქონელი დარჩა. სოფლის მცხოვრებლებს დღეს, ძროხები რძისა და რძის პროდუქტების მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ჰყავთ.
სოფელ კორხში, მწყემსის ხელფასს ძირითადად მოსახლეობა აგროვებს. შარშან, სეზონზე, თითო ძროხისთვის მწყემსს 120 ლარი გადაუხადეს. საძოვრების სეზონი პირველი მაისიდან იწყება და პირველ ოქტომბერს სრულდება. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მწყემსს სეზონის განმავლობაში საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
სოფელ კორხში მწყემსად მუშაობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სოფლის მოსახლეობას შემდეგ ნომრებზე: 592740205 იურა; 598677001 ერვანდი