საქართველოში, რძის მწარმოებელთა ახალი პროგრამა ამოქმედდა, – ინფორმაციას სააგენტო Report-ი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) აფინანსებს იტალიიდან. ამისთვის 16 მლნ ევროა გამოყოფილი. თანხის ნაწილი გრანტია, ნაწილი საშეღავათო სესხი.
40-დან 80%-მდე თანადაფინანსების პროგრამა 6 წელიწადზეა გათვალისწინებული და იმ ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს, რომლებსაც 5-დან 20-მდე სული მერძევე ძროხა ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აპრილში აღინიშნებოდა რძის პროდუქტების მოხმარებაზე მოთხოვნის ვარდნა, რამაც გამოიწვია წარმოების დაკლება. ამის გამო, ბევრმა ფერმერმა რძის პროდუქტის წარმოებიდან ხორცის წარმოებაზე გადასვლა გადაწყვიტა.
წყარო: bizzone.info