5 მაისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთხელ განიხილეს გასაყიდი კარტოფილის საკითხი, ასევე აზოტის ნაკლებობა სასუქისთვის.
კარტოფილის რეალიზაციასა და აზოტის უკმარისობასთან დაკავშირებით სიტუაციის განსახილველად, რომელშიც დღეს მუნიციპალიტეტის ფერმერები აღმოჩნდნენ, ფრაქცია “ქართული ოცნება – აგრარულის” დეპუტატები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანსა და მერ იურიკ უნანიანს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე.
შეხვედრის ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნება – აგრარულის” დეპუტატები სამველ პეტროსიანი, ზაურ პაქსაძე, სიმონ მანანიანი იყვნენ.
შეხვედრისა და განხილვის მთავარი თემა ფერმერებისთვის გასული წლის კარტოფილის მოსავლის რეალიზაციაში ნაბიჯების განსაზღვრა, ასევე აზოტის დეფიციტის საკითხის მოგვარება იყო. მონაწილეები ამბობდნენ, რომ დღეს არის საჭირო მუშაობა, რომ მომავალში, მიმდინარე წლის შემოდგომით, რეალიზაციის პროცესში იგივე აღარ განმეორდეს. მათ განიხილეს რეალიზაციის ყველა ვარიანტი: თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის შესყიდვების თუნდაც 45% ჯავახეთში, ჯავახეთის კარტოფილის დოტაცია, რეგიონში სავაჭრო ცენტრების შექმნა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დღევანდელ შეხვედრას ამჟამად სერიოზული ცვლილებები ვერ ექნება, მაგრამ საჭიროა, რომ ხვალ ასეთი ვითარება არ გვქონდეს. მოდით წერილით მივმართოთ სამინისტროს. ახლა სამველ მანუკიანი თბილისშია, მას მივმართოთ, მინისტრთან ან მოადგილეებთან შევიდეს, ახალქალაქში ჩამოსვლა და სიტუაციის განხილვა შესთავაზოს”, – თქვა სამველ პეტროსიანმა.
თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც მათ უფლებამოსილებაში შედის, თუმცა უკვე ფაქტია, რომ რეგიონში ბევრი არარეალიზებული კარტოფილი დარჩა. მაქსიმუმ 10 დღეში, რაც ფერმერებს დარჩათ, შეუძლებელია რეგიონში არსებული კარტოფილის რეალიზება. მათ აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის მყიდველებს კარტოფილი რუსეთში მიაქვთ, მაგრამ მოთხოვნა მიწოდებასთან შედარებით ძალიან მცირეა. ყაზახელი ბიზნესმენები, რომლებმაც ჯავახეთიდან ერთხელ იყიდეს კარტოფილი, აღარ დაბრუნებულან.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისამართით პრეტენზიები გამოითქვა, რომ ისინი ახალქალაქს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
“მოდით ვნახოთ, რა გააკეთა ამ 13 ექსპორტიორმა, რომლებიც სამინისტროში სპეციალურად ახალქალაქისთვის მუშაობენ. მათ რეგიონში ბიზნესმენები უნდა გამოეგზავნათ. შესაძლოა სხვა რეგიონებისთვის რამე გააკეთეს, მაგრამ ჩვენ ჩვენს რეგიონზე ვფიქრობთ. სამინისტროში ყოველდღე რაღაც იცვლება, მაგრამ მუშაობენ განცალკევებულად. როდესაც დავიწყეთ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, თითქმის არ ვიყავით ჩართულნი. ისინი ჩვენ არ გვეკითხებიან. იწყებენ, აკეთებენ, შემდეგ ჩვენ ვიყენებთ და არაფერი მუშაობს. მე არ მინახავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ვინმე მოსულიყო”,- განაცხადა ნაირი ირიციანმა.
ასევე განიხილეს აზოტის უკმარისობა, ჯავახეთში სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ყველა სფეროში არსებული პრობლემები. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დღევანდელ მდგომარეობაში გარკვეულწილად თავად ფერმერები არიან დამნაშავეები.
”მე ყოველდღე ვესაუბრები გუბერნატორს, დღესაც ვესაუბრე, მათ პირობა დადეს, რომ რამდენიმე დღეში აზოტის მომარაგების საკითხი მოგვარდება”, – განაცხადა მერმა, იურიკ უნანიანმა.
მწვავე დისკუსიის შემდეგ “ქართული ოცნება – აგრარული” ფრაქციის წევრებმა დაასკვნეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ წერილი უნდა გაუგზავნოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა მათ შეძლონ აზოტის შეძენის საკითხის მოგვარება უახლოეს მომავალში, რათა ფერმერებმა დაიწყონ თესვა და რეალიზაციის საკითხის მოგვარებაში დაეხმარონ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროა სოფლის მეურნეობის მინისტრის ან თუნდაც დეპუტატების ახალქალაქში მოსვლა, რათა ადგილზე დაათვალიერონ სიტუაცია, განიხილონ და პრობლემების მოგვარების გზები იპოვონ, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ.