ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღების სეზონი უკვე დაიწყო, საწყის ეტაპზე მოსავალს ის ფერმერები იღებენ, ვისაც მიწის დიდი ფართობები აქვთ და ფული სჭირდებათ.
ასეთი ფერმერები მოსავლის აღებას შედარებით ადრე იწყებენ და, როგორც წესი, სეზონი ადრეული კარტოფილით იწყება, როცა შემოდგომის ცივი ჰაერი იგრძნობა, დროულად უნდა მოკრეფა, დახარისხება და შენახვა.
ფერმერების თქმით, წლეულს მოსავლიანობა შარშანდელზე ნაკლებია. შიშობენ, რომ მოსავალს დროულად ვერ აიღებენ, ცუდი ამინდები ხელს შეუშლით. ფაქტია, რომ შარშან ამან იმოქმედა, როგორც შრომის ხარისხზე, ისე მუშა-ხელზე, რომლებიც შრომის შეუდარებლად მაღალ ფასს ითხოვენ. სექტემბრის უამინდობის გამო მოსავლის აღება შარშან ძალიან გვიან დაიწყო და მთელ მუნიციპალიტეტში მუშახელზე ერთდროულად მაღალმა მოთხოვნამ მათი მომსახურების ფასი გაზარდა.
Jnews-ი სოფელ ჩამდურას ერთ-ერთ ფერმერს ესაუბრა, რომელმაც მოსავლის აღება უკვე ორი კვირაა დაიწყო. ის აღნიშნავს, რომ წინა თვეშის უნალექო ამინდმა ნიადაგი დააზარალა და კარტოფილი მოსავლის აღებისას ხშირად ზიანდება. საერთო ჯამში ამ სოფლის მცხოვრებთა 25-30 პროცენტმა დაიწყო მოსავლის აღება.
„წელს სამუშაო ძალის პრობლემა ჯერ არ არის, თუმცა იმდენი მოსავალი არ არის, რამდენიც შარშან იყო. ახლა ერთი მუშის საფასური 45-50 ლარია, მირეკავენ კიდეც და მთავაზობენ მოსვლას და მუშაობას, მაგრამ ამ დროისთვის ადგილობრივი გუნდი საკმარისია“, – ამბობს ფერმერი.
ფერმერების თქმით, შარშანდელთან შედარებით კარტოფილის რეალიზაციაც მარტივი იქნება, რადგან მოსავალი ცოტაა და ახლა, როცა მოსავლის აღება ადრე დაიწყო, ხშირად საწყობამდეც ვერ აღწევს და მინდვრიდან 70 თეთრად ყიდიან. ფერმერები აზრით, ეს დაბალი ფასია, თვითღირებულებასაც კი არ ფარავს.
მოსავლის აღების ნაადრევად დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხალხი ცდილობს კარტოფილის გაყიდვას შვილების სასკოლო ხარჯების გადასახდელად. სოფელ ხულგუმოს ერთ-ერთ მცხოვრებს ვესაუბრეთ, რომელმაც მოსავლის აღება აგვისტოში დაიწყო. მოსავალი თბილისში გასაყიდად მიაქვს და იქიდან უკვე ნავაჭრით ბრუნდება.
რაც შეეხება ახალქალაქის რეგიონში კარტოფილის მოსავალს, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე აცხადებს, სავალალო მდგომარეობაა. წინასწარი მონაცემებით, კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 12-13 ტონამდე შემცირდა.
„კარტოფილის მასობრივი მოსავლის აღება ჯერ არ დაწყებულა, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, წლეულს კარტოფილის დაბალი მოსავალია მოსალოდნელი. არიან ისეთებიც, რომლებიც 1 ჰა-დან 2-3 ტონამდე მოსავალს იღებენ“, – ამბობს რამაზ გოგოლაძე.
კარტოფილის მოსავლიანობაზე გავლენა იქონია ამინდის პირობებმა. ზაფხულის დასაწყისში ძლიერი სეტყვა იყო, რასაც გვალვა მოჰყვა.