ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თიბვის პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ სოფელში პროცესი უკვე დასრულებულია, ზოგიერთში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წელს, წვიმიანი ამინდის გამო, მუნიციპალიტეტში ბევრი თივაა. ერთი ტუკი (22-25 კგ) 6 ლარი ღირს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში თიბვის ცხელი სეზონია. სოფელ კოკიოში მოსახლეობა მუშაობს მინდვრებში, რათა შეაგროვონ, ტუკები გააკეთოს. ზოგი თავისი პირუტყვისთვის, ხოლო ზოგი გაყიდვაზე ფიქრობს.
“ჩვენთან ახლა დაიწყო თიბვა, ყველაფერი ნორმალურად მიდის. თივა ბევრია, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. ვინც ყიდის, მისთვის ცუდი წელია, რადგან თივა წელს იაფია, ვინც ყიდულობს კარგია”, – ამბობს სოფელ კოკიოს მკვიდრი სარგის გალსტიანი.
სოფელ ტურცხში მოთიბვა დასრულებულია, ზამთრისთვის თივისშენახვის პროცესიც მიმდინარეობს. მაგრამ სოფელს ცოტა თივა აქვს, ბევრს სხვა სოფლებიდან მოუწევს თივის ყიდვა.
„მიწა ცოტა გვაქვს, მიწის უმეტეს ნაწილს ვამუშავებთ, თივისთვის ცოტა დარჩა, ამიტომ ვყიდულობთ. სოფელში თითქმის ნახევარს ძროხა არ ჰყავს, სხვებს ყიდიან. 2 ძროხისთვის 10 მეასედი მიწა უნდა მოითიბოს, ტუკი 6 ლარი ღირს“, – ამბობს ღევენიან ანა.
იმისათვის, რომ ერთი ძროხა შეინახო ბეღელში 80 ტუკი თივა უნდა გქონდეს.