ჯავახეთში უკვე ერთი თვეა კარტოფილის მოსავლის აღება მიმდინარეობს. ყველა, ახალგაზრდა და მოხუცი, კაცი, თუ ქალი კარტოფილის მოკრეფაში მონაწილეობს.
ჯავახი ქალები ყველა სფეროში შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან.
სოფლის მცხოვრები დილით იღვიძებს, მიდის ბეღელში, ძროხებს წველის, ამოჰყავს ყველი და შემდეგ მიიჩქარის კარტოფილის მინდორში.
საღამოს ასუფთავებს სახლს, ამზადებს საჭმელს, მეორე დღეს მინდორში რომ წაიღოს. იმავე დროს, არ ავიწყდებათ სარეცხი და ზრუნავენ ბავშვებზე.
ამ სფეროში ქალები ასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს, დაწყებული კარტოფილის კრეფიდან მძიმე ტომრების გადმოტვირთვით დამთავრებული.
მიუხედავად გაწეული შრომისა, ისინი არ უჩივიან ცხოვრებას და დარწმუნებით ამბობენ, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება სხვა ქვეყანაში, ან ქალაქში.
სოფელ ბოზალის მკვირდს, მანუშაკ ავეტისიანს დაბადების ადგილიდან შორს ცხოვრებას ვერ წარმოუდგენია.
”მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების ადგილი, მიუხედავად დატვირთვისა და მძიმე შრომისა. ჩემი ქალიშვილი რუსეთში ცხოვრობს, მასთან წავედი, მაგრამ იქ არ მომეწონა. რა თქმა უნდა, ქალები ჩვენთან ბევრს მუშაობენ, ქალები ყველაფერს აკეთებენ: სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, თიბვას, ყველაფერს, ერთი სიტყვით”, – ამბობს მანუშ ავეტისიანი, რომელიც ეხმარება მის მოყვრებს.
იერემ სერობიანი პირიქით ამბობს, რომ ქალები ახლა ძალიან ცოტას მუშაობენ.
”რას აკეთებენ ქალები ახლა? სარეცხი მანქანა რეცხავს, ისინი არ აცხობენ პურს, ბავშვები იზრდებიან საფენებში და საველე სამუშაოები სრულდება ტექნიკით. ადრე ქალებისთვის ძნელი იყო, როდესაც ყველაფერი ხელით კეთდებოდა, ახლა კი ყველაფერი უფრო ადვილი გახდა”, – ამბობს ერემ სერობიანი.
მაგრამ არიან მამაკაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები ყველაფერს აკეთებენ, უფრო მეტსაც მუშაობენ, ვიდრე კაცები.
აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერი — სოფლის ქალების საერთაშორისო დღეა. სოფლის ქალთა მსოფლიო დღის დაწესების იდეა გაეროს ქალთა მეოთხე კონფერენციაზე 1995 წელს, პეკინში წამოაყენეს. დღესასწაულის მთავარი მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ქალების მრავალმხრივი როლის საზოგადოებრივი აღიარების ხელშეწყობა, ხოლო 2007 წელს, ზეიმი ოფიციალურად იქნა დამტკიცებული გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.