ერევანი-თბილისი-ერევანი. სომხეთიდან საქართველოში და პირიქით მატარებლით ჩასვლა მალე იქნება შესაძლებელი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რკინიგზა სექტემბრიდან ახორციელებს.
კომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პირველი რეისი 3 სექტემბერს შესრულდება. და მხოლოდ ექსპლუატაციის პირველ თვეში მატარებელი ერევნიდან კენტ დღეებში გავა, თბილისიდან კი ლუწ დღეებში. მგზავრობის დრო დაახლოებით 10,5 საათია.
მატარებელი გაჩერდება გიუმრში, ვანაძორსა და არმავირში, სადაც ბილეთის ყიდვა იქნება შესაძლებელი, ისევე როგორც ერევნისა და თბილისის სადგურებზე . მგზავრებს მისი ონლაინ შეძენაც შეეძლებათ.
ზრდასრულთათვის ბილეთის ფასი 34 დოლარიდან 68 დოლარამდე იწყება, ვაგონის კლასიდან გამომდინარე, იუწყება „Вестник Кавказа“.
5 წლამდე ბავშვები მგზავრობენ უფასოდ. ბილეთი 5-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის იქნება ბავშვის მგზავრობის ფასად.
აღსანიშნავია, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატარებელი 2 ოქტომბერს ამოქმედდება. 2024 წლის პირველი სამგზავრო მატარებელი ერევანიდან ბათუმში 24 ივნისს გაემგზავრა.